ძალიან პოპულარული ადგილია. თუ გინდათ, რომ ყველაფერი მშვიდად დაათვალიეროთ, ჩვენ გირჩევთ, წახვიდეთ სამუშაო დღეებში.
საფარის მონასტერი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ ღრელთან მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი X-XIV საუკუნეების რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, – წმ. საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მცირე სამლოცველოები, სამრეკლო, ჯაყელთა სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სენაკები და ნაგებობები.
დღესდღეობით მონასტრის ნაგებობებს დაბრუნებული აქვთ პირვანდელი სახე და აქ ქართული მონასტერი ფუნქციონირებს.
ერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება – საფარაც აქედან მოდის.
საფარა მდებარეობს ულამაზეს ტყიან ხეობაში. სამონასტრო კომპლექსი შედგება ეკლესიების, სასახლის ნანგრევებისა და თავდაცვითი საფორტიფიკაციო ნაგებობებისგან. საფარის დაარსების თარიღად 8-9 სს მიიჩნევა. XIII საუკუნეში კომპლექსი უკვე ექვემდებარებოდა ჯაყელთა სახლს – სამცხის სამთავროს ძლევამოსილ ბატონებს. XVII საუკუნიდან საფარა მიტოვებულია, რადგან სამცხე ექცევა ოსმალეთის იმპერიის ბატონობის ქვეშ.
საფარის კომპლექსი მაღალი მთის ტერასაზე ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაშია განლაგებული, რომელიც ქვემოთ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ურაველისწყალი მიედინება. სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ეპოქის მრავალი ნაგებობა შედის. მათ შორის ცენტრალურია წმ. საბას ტაძარი. მის გარდა აქაა რადენიმე დიდი და პატარა ეკლესია, სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სასახლე, კოშკები, სენაკები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა. ეს შენობები მთის ფერდობის სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. საფარის ანსამბლის დღემდე მოღწეულ ნაგებობებიდან უძველესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. იგი X საუკუნით თარიღდება. მას მოგვიანებით მიადგეს წმიდა საბას სახელობის ეკლესია, რომლის თანადროულია იქვე, დასავლეთით მდგარი სამრეკლო. წმიდა საბას სახელობის ტაძარი XIII-XIV სს. მიჯნაზეა აგებული. მისი აშენება უკავშირდება სამცხის მმართველებად ჯაყელთა ფეოდალური გვარის აღზევებას (XIII ს. ბოლოს).
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები