ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროსამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი , ისე ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ

სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი , ისე ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ

„რუხის საუნივერსიტეტო კლინიკამ სამი თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება 3000-მდე პაციენტს გაუწია. სამედიცინო დაწესებულებამ მრავალპროფილური მიმართულებით ფუნქციონირება 15 სექტემბრიდან დაიწყო“. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაინერგა ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიის და სხვა მიმართულების განყოფილებები.

აღსანიშნავია, რომ რუხის მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში ერთადერთია, რომელიც მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას Canon-ის 640-შრიანი, უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურით უზრუნველყოს. კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიის განახლებული სტანდარტები. რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო მაღალკვალიფიციური კადრებით, მათ შორის თბილისიდან მოწვეული ექიმებით არის დაკომპლექტებული.

კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი , ისე ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ. ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კლინიკის სამედიცინო მომსახურებით, 800- მდე პაციენტმა ისარგებლა.
საავადმყოფო, ამ დროისთვის რეგიონში, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ენდოპროთეზირებისა და სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება, ასევე – თორაკოქირურგიული ოპერაციები, თორაკოსკოპიის საშუალებით.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან ₾12.3 მლრდ-მდე შემოსავალი მიიღო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები