კისრის ტკივილი ტურისტებს შორის გავრცელებული პრობლემაა. ამ უსიამოვნო შეგრძნებამ შეიძლება გაანადგუროს თქვენი მთელი შვებულება. ექიმი-ოსტეოპათი ტრეისი ჰანიგანი ეუბნება გვირჩევს, როგორ დავიძინოთ ფრენის ან გრძელი მოგზაურობის დროს, რათა დისკომფორტი ნაკლები იყოს.
ექსპერტი ამბობს, რომ თანამედროვე სამუშაო პირობები ხელს უწყობს კისრის ტკივილის გახშირებას მოსახლეობაში.
„კისრისა და ზურგის ტკივილი ხშირია და, რაც საგანგაშოა. ამას იწვევს სამუშაო მაგიდასთან ხანგრძლივად ჯდომა და ვარჯიშის ნაკლებობა”, – განმარტავს ექიმი.
ექსპერტი გვირჩევს მოგზაურობაში თან წაიღოთ მარტივი ჩოგბურთის ბურთი. თუ თქვენ გაქვთ ტკივილი ან დაჭიმულობა, ეს დაგეხმარებათ დამამშვიდებელი ზეწოლის განხორციელებაში იმ წერტილებზე, რომლებიც გაწუხებთ.
„შეგიძლიათ ბურთი გაახვიოთ პირსახოცში და ისე დაიდოთ კისერთან. ასეთ შემთხვევაში ბურთი არ ჩამოსრიალდება და კარგად იქნება დამაგრებული“,- გვირჩევს ექსპერტი.
ექიმი ასევე გირჩევს კისრის რეგულირებადი ბალიშის შეძენას.
ძილის ყველაზე ცუდი პოზა არის ის, როცა თავს უბრალოდ დაბლა ხრით ან მხარზე გიდევთ.
ექსპერტი ასევე გვირჩევს, თავი აარიდოთ მუცელზე ძილს. ეს პოზიცია დიდ ზეწოლას ახდენს ზურგის ქვედა ნაწილზე.