სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაპი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი ერ­თი ან ორი­ვე თირკმლის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ა­ა

პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი ერ­თი ან ორი­ვე თირკმლის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ა­ა

პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი

პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი ერ­თი ან ორი­ვე თირ­კმლის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ა­ა.
ინ­ფექ­ცია შე­იძ­ლე­ბა სა­შარ­დე გზე­ბი­დან თირ­კმ­ლებ­ში გავ­რცელ­დეს ან ბაქ­ტე­რი­ე­ბი ამ ორ­გა­ნო­ებ­ში სის­ხლის ნა­კა­დი­დან მოხ­ვდეს.
შე­საძ­ლოა გა­მოვ­ლინ­დეს შემ­ცივ­ნე­ბა, ცხე­ლე­ბა, წე­ლის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვა და ღე­ბი­ნე­ბა.
პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტის სა­დი­აგ­ნო­ზოდ შარ­დი­სა და ზოგ­ჯერ სის­ხლის ანა­ლი­ზე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.
ინ­ფექ­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ინიშ­ნე­ბა.
მი­ზე­ზე­ბი
პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი ქა­ლებ­ში უფ­რო ხში­რი­ა, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებ­ში. შემ­თხვე­ვა­თა 90%-ში გა­მომ­წვე­ვი მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის ერ­თ-ერ­თი ბაქ­ტე­რი­ა, ე.წ. ნაწ­ლა­ვის ჩხი­რია (იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ არი­ან და მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლში არ ცხოვ­რო­ბენ). ინ­ფექ­ცია ხში­რად შარ­დსა­დე­ნი­დან აღ­მა­ვა­ლი გზით ვრცელ­დე­ბა შარ­დის ბუშ­ტში, შარ­დსაწ­ვე­თებ­სა და თირ­კმლებ­ში. ჯან­მრთე­ლი სა­შარ­დე გზე­ბის მქო­ნე ადა­მი­ან­ში, რო­გორც წე­სი, იგი არ ვი­თარ­დე­ბა, რად­გან ბაქ­ტე­რი­ე­ბი შარ­დსაწ­ვეთ­სა და თირ­კმლებ­ში გავ­რცე­ლე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. ეს იმით აიხ­სნე­ბა, რომ შარ­დის ნა­კა­დი ბაქ­ტე­რი­ებს გა­რეთ გა­მო­რეცხ­ავს და ასე­ვე, მო­შარ­დვი­სას შარ­დსაწ­ვე­თე­ბის ბო­ლო­ე­ბი იხ­შო­ბა და შარ­დი შარ­დის ბუშ­ტი­დან უკან აღ­მა­ვა­ლი გზით არ აე­დი­ნე­ბა. თუმ­ცა, შარ­დის დი­ნე­ბის მე­ქა­ნი­კუ­რად დახ­შო­ბა ან მი­სი უკან, შარ­დსაწ­ვე­თებ­ში ადი­ნე­ბა (რეფ­ლუქ­სი) ზრდის პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს. დახ­შო­ბა შე­იძ­ლე­ბა სტრუქ­ტუ­რუ­ლი პა­თო­ლო­გი­ით, თირ­კმლის კენ­ჭით ან გა­დი­დე­ბუ­ლი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტის რის­კი ორ­სუ­ლო­ბის დრო­საც იმა­ტებს. ფეხ­მძი­მე ქა­ლებ­ში გა­დი­დე­ბუ­ლი საშ­ვი­ლოს­ნო შარ­დსაწ­ვე­თებს აწ­ვე­ბა და ნა­წი­ლობ­რივ ახ­შობს შარ­დის ნორ­მა­ლურ, ქვე­და მი­მარ­თუ­ლე­ბით დი­ნე­ბას. ორ­სუ­ლო­ბი­სას შარ­დის უკან, შარ­დსაწ­ვე­თებ­ში ადი­ნე­ბის რის­კიც იზ­რდე­ბა, რად­გან ეს მი­ლე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა და იმ კუნ­თთა შე­კუმ­შვე­ბიც სუს­ტდე­ბა, რომ­ლე­ბიც, წე­სით, შარდს ბუშ­ტის­კენ გა­და­დევ­ნი­ან.
თირ­კმელ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მის სხვა ნა­წი­ლი­და­ნაც მოხ­ვდეს სის­ხლის მეშ­ვე­ო­ბით, მა­გა­ლი­თად, კა­ნის სტა­ფი­ლო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ი­სას.
პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტის რის­კი და სიმ­ძი­მე იზ­რდე­ბა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის ან დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში, რად­გან ამ დროს ორ­გა­ნიზმს არ შე­უძ­ლია ინ­ფექ­ცი­ებ­თან ბრძო­ლა. ამ და­ა­ვა­დე­ბას ძი­რი­თა­დად ბაქ­ტე­რი­ე­ბი იწ­ვე­ვენ, მაგ­რამ შე­საძ­ლოა მი­ზე­ზი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, სო­კო­ე­ბი ან ვი­რუ­სე­ბიც იყოს.
ზოგ ადა­მი­ანს ხან­გრძლი­ვი ინ­ფექ­ცია უვი­თარ­დე­ბა (ქრო­ნი­კუ­ლი პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი). თით­ქმის ყვე­ლა მათ­განს სე­რი­ო­ზუ­ლი თან­მდე­ვი და­­ა­ვა­დე­ბა აქვს, მა­გა­ლი­თად, სა­შარ­დე გზე­ბის ობ­­სტრუქ­ცი­ა, თირ­კმლის დი­დი ზო­მის კენ­ჭე­ბის ხან­გრძლი­ვი არ­სე­ბო­ბა ან, უფ­რო ხში­რად, შარ­­დის უკუ­დი­ნე­ბა ბუშ­ტი­დან შარ­დსაწ­ვე­თებ­ში (უფ­რო ხში­რია პა­ტა­რა ბავ­შვებ­ში). ქრო­ნი­კუ­ლი პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტის დროს ბაქ­ტე­რი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა სის­ხლში გა­და­ვი­დეს და მე­ო­რე თირ­კმლის ან სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბაც გა­მო­იწ­ვი­ოს. იშ­­ვი­ა­­თად, ამ და­ა­ვა­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მედ და­ა­ზი­ა­ნოს თირ­კმ­ლე­ბი.
ზოგ ადა­მი­ანს ქსან­ტოგ­რა­ნუ­ლო­მა­ტო­ზური პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი უვი­თარ­დე­ბა, ქრო­ნი­კუ­ლი პი­­­ე­­­ლო­­ნეფ­რი­ტის ერ­თ-ერ­თი სა­ხე, რო­მელ­საც თი­რ­­­­კმლის კენ­ჭე­ბი იწ­ვევს. ხში­რად თირ­კმელ­ში ჭარ­­­ბად ვი­თარ­დე­ბა ნა­წი­ბუ­რო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი (და შე­­უქ­­ცე­ვა­დად აზი­ა­ნებს მას) ან ჩირ­ქგრო­ვე­ბი (რაც ცხე­ლე­ბა­სა და ძლი­ერ ტკი­ვილს იწ­ვევს).
სიმ­პტო­მე­ბი
პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტის სიმ­პტო­მე­ბი ხში­რად უეც­რად ვლინ­დე­ბა: შემ­ცივ­ნე­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ტკი­ვი­ლი წე­ლის არე­ში, რო­მე­ლი­მე მხა­რეს, გუ­ლის­რე­ვა და ღე­ბი­ნე­ბა.
ამ დროს ადა­მი­ან­თა მე­სა­მედს ცის­ტი­ტის სიმ­პტო­მე­ბიც აქვს, მათ შო­რის ხში­რი, მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვაც. ერ­თი ან ორი­ვე თირ­კმე­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­დი­დე­ბუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი იყოს. ამას­თან, ექიმ­მა და­ზი­ა­ნე­ბულ მხა­რეს შე­იძ­ლე­ბა წე­ლის მი­და­მოს მტკივ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს. ზოგ­ჯერ მუც­ლის კუნ­თე­ბი მჭიდ­როდ არის შე­კუმ­შუ­ლი. ინ­ფექ­ცი­ის ან თირ­კმლის დაძ­რუ­ლი კენ­ჭის მი­ერ შარ­დსაწ­ვე­თის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა მი­სი სპაზ­მი გა­მო­იწ­ვი­ოს, რის დრო­საც ადა­მი­ანს გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი აწუ­ხებს (თირ­კმლის ჭვა­ლი). ბავ­შვებ­ში თირ­კმლის ინ­ფექ­ცი­ის სიმ­პტო­მე­ბი უფ­რო მსუ­ბუ­ქია და ძნე­ლად შე­სამ­ჩნე­ვი. მო­ხუ­ცებ­ში პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი შე­საძ­ლოა სა­ერ­თოდ არ გა­მოვ­ლინ­დეს ისე­თი სიმ­პტო­მე­ბით, რომ სა­შარ­დე გზე­ბის პრობ­ლე­მა­ზე მი­ი­ტა­ნონ ეჭ­ვი. ამის ნაც­ვლად მათ დე­ლი­რი­უ­მი ან სის­ხლის ინ­ფი­ცი­რე­ბა (სეფ­სი­სი) უვი­თარ­დე­ბათ.
ქრო­ნი­კუ­ლი პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტის დროს ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა მსუ­ბუ­ქი, გა­ურ­კვე­ვე­ლი იყოს, ხო­ლო ცხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა დრო­გა­მოშ­ვე­ბით ან სა­ერ­თოდ არ გან­ვი­თარ­დეს.
დი­აგ­ნოს­ტი­კა
პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმ­­პ­ტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას, ექი­მე­ბი ორ ანა­ლიზს ნიშ­ნა­ვენ, რა­თა დად­გინ­დეს თირ­კმელ­ში ინ­­ფექ­­ცი­ის არ­სე­ბო­ბა: შარ­დის ნი­მუ­შის მიკ­როს­კო­პით კვლე­ვა და მი­სი ბაქ­ტე­რი­უ­ლი კულ­ტუ­რის და­თეს­ვა გა­მომ­წვე­ვის და­სად­გე­ნად. სის­ხლის ანა­ლი­ზით შე­იძ­ლე­ბა თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის მო­მა­ტე­ბა ან მას­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბის არ­სე­ბო­ბაც კი დად­გინ­დეს.
და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი ინიშ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში, რო­მელ­თაც თირ­კმლის ჭვა­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ძლი­ე­რი წე­ლის ტკი­ვი­ლი აქვთ, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ არის ეფექ­ტუ­რი, კურ­სის ჩამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სიმ­პტო­მე­ბი კვლავ იჩენს თავს ან პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი ხან­გრძლი­ვია და გან­მე­ო­რე­ბით ვი­თარ­დე­ბა. და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი სა­ჭი­როა მა­მა­კა­ცებ­შიც, რად­გან მათ­ში ეს და­ა­ვა­დე­ბა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი­ა. ამ დროს ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­უ­ლად ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით შე­საძ­ლოა თირ­კმლის კენ­ჭე­ბის, სტრუქ­ტუ­რუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის ან სა­შარ­დე გზე­ბის დახ­შო­ბის სხვა მი­ზე­ზის აღ­მო­ჩე­ნა მო­ხერ­ხდეს.
პროგ­ნო­ზი
ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გა­­ხა­ნ­გრძლი­ვე­ბა და გარ­თუ­ლე­ბე­ბი უფ­რო ხში­რი­ა, თუ­კი ადა­მი­ანს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭი­რ­­და, აქვს თირ­კმლის კენ­ჭი ან გა­მომ­წვე­ვი მიკ­­რო­­ორ­გა­ნიზ­მი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­­ტუ­­ლი­ა. ეს ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ზო­გი­ერ­თი სიმ­­სი­ვ­­ნის, შაქ­­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის ან შიდ­სის გა­მო და­ქ­­ვე­­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში.
პრე­ვენ­ცია და მკურ­ნა­ლო­ბა
ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა პი­ე­ლო­ნეფ­რიტ­ზე ეჭ­ვის მი­ტა­ნი­სა და ანა­ლი­ზე­ბის­თვის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბის­თა­ნა­ვე იწყ­ე­ბა. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის (მათ შო­რის შარ­დის კულ­ტუ­რის) მი­ხედ­ვით შე­საძ­ლოა მე­დი­კა­მენ­ტი ან მი­სი დო­ზა შე­იც­ვა­ლოს. ეს ასე­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნად ავა­დაა ადა­მი­ა­ნი და ინ­ფექ­ცია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნი­სას გან­ვი­თარ­და თუ არა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი რე­ზის­ტენ­ტუ­ლე­ბი არი­ან ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­მართ, ანუ მათ­ზე ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რად მოქ­მე­დებს ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბა და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის და­სა­ლე­ვი ფორ­მით მი­ღე­ბა ხში­რად ეფექ­ტუ­რი­ა, თუ:
ადა­მი­ანს არ აქვს გუ­ლის­რე­ვა ან ღე­ბი­ნე­ბა;
გა­უწყ­ლოვ­ნე­ბის ნიშ­ნე­ბი არ არის;
იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის და­მა­სუს­ტე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ აღი­ნიშ­ნე­ბა (მაგ. ზო­გი სიმ­სივ­ნე, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, შიდ­სი).
არ ვი­თარ­დე­ბა მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე ინ­ფექ­ცი­ის ნიშ­ნე­ბი, მაგ. და­ბა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა ან ცნო­ბი­ე­რე­ბის მოშ­ლა.
და­სა­ლე­ვი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ეფექ­ტუ­რი­ა.
სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მკურ­ნა­ლო­ბა და­საწყ­ის­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნ­და ჩა­ტარ­დეს. თუ­კი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია სა­ჭი­რო გახ­და, პირ­ვე­ლი 1-2 დღე ან­ტი­ბი­ო­ტი­კი ვე­ნა­ში გა­დას­ხმით კეთ­დე­ბა, შემ­დეგ კი – და­სა­ლე­ვად ეძ­ლე­ვა ადა­მი­ანს.
პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტის დროს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინიშ­ნე­ბა, რა­თა ინ­ფექ­ცია ხე­ლახ­ლა არ გან­ვი­თარ­დეს. თუმ­ცა, მა­მა­კა­ცებ­ში, რომ­ლებ­შიც ინ­ფექ­ცია პროს­ტა­ტი­ტის გა­მო ვი­თარ­დე­ბა, კურ­სი შე­საძ­ლოა 6 კვი­რამ­დეც გა­ხან­გრძლივ­დეს, რად­გან ინ­ფექ­ცი­ის სრუ­ლად აღ­მოფ­ხვრა უფ­რო ძნე­ლი­ა. ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის შეწყ­ვე­ტი­დან ცო­ტა ხან­ში შარ­დის სა­ბო­ლოო ანა­ლი­ზი ტარ­დე­ბა, რა­თა და­დას­ტურ­დეს, რომ ინ­ფექ­ცია გან­კურ­ნე­ბუ­ლი­ა.
თუ­კი კვლე­ვე­ბით სხვა, მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა დად­გინ­და, მაგ., სა­შარ­დე გზე­ბის დახ­შო­ბა, სტრუქ­ტუ­რუ­ლი პა­თო­ლო­გია ან კენ­ჭი, შე­საძ­ლოა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გახ­დეს სა­ჭი­რო. ქსან­ტოგ­რა­ნუ­ლო­მა­ტო­ზუ­რი პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტის დროს, ხში­რად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თირ­კმლის ამოკ­ვე­თაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რად­გან ინ­ფექ­ცი­ე­ბი მრა­ვალ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს. ეს ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­შიც, რომ­ლებ­საც მა­ლე თირ­კმე­ლი უნ­და გა­და­ე­ნერ­გოთ. გა­და­ნერ­გილ ორ­გა­ნო­ზე ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­ში­ში­ა, რად­გან ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი იმუ­ნი­ტე­ტის დამ­თრგუნ­ველ მე­დი­კა­მენ­ტებს იღე­ბენ. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, რა­თა ორ­გა­ნიზ­მმა გა­და­ნერ­გი­ლი თირ­კმე­ლი არ მო­ი­შო­როს, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, აქ­ვე­ი­თებს ინ­ფექ­ცი­ებ­თან ბრძო­ლის უნარ­საც.
რო­ცა პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი ხში­რად ხე­ლახ­ლა ვი­თარ­დე­ბა ან ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ის ჩამ­თავ­რე­ბის მე­რე კვლავ იჩენს თავს, ექიმ­მა შე­საძ­ლოა ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მცი­რე დო­ზა და­ნიშ­ნოს ყო­ველ­დღე მი­სა­ღე­ბად. ამ პრე­ვენ­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის იდე­ა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვო­ბა უც­ნო­ბი­ა, მაგ­რამ, ხში­რად იგი ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. თუ­კი ინ­ფექ­ცია მა­ინც გან­მე­ორ­და, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ნუ­საზღ­ვრე­ლი დრო­ით გახ­დეს სა­ჭი­რო. თუ­კი შვი­ლოს­ნო­ბის ასაკ­ში მყო­ფი ქა­ლი იღებს ამ მე­დი­კა­მენ­ტებს, სა­სურ­ვე­ლია ორ­სუ­ლო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და ექიმ­თან გა­სა­უბ­რე­ბა, თუ რამ­დე­ნად უსაფ­რთხო იქ­ნე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა ფეხ­მძი­მო­ბის დრო­საც.

შარდის შეუკავებლობა ბავშვებში

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
ნარკოლოგის საგანგებო გაფრთხილება – „ის ცნობილია თავისი ძლიერი ჰალუცინოგენური ეფექტებით…“

ნარკოლოგის საგანგებო გაფრთხილება – „ის ცნობილია თავისი ძლიერი ჰალუცინოგენური ეფექტებით…“

18 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მარტი 17, 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები