შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირელიგიაპატრიარქის აღსაყდრებიდან 47 წელი გავიდა!

პატრიარქის აღსაყდრებიდან 47 წელი გავიდა!

პატრიარქის აღსაყდრებიდან 47 წელი გავიდა!

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. 

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ინ­ტრო­ნი­ზა­ცია 1977 წლის 25 დე­კემ­ბერს სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მოხ­და. მას სა­ხე­ლად ილია მე­ო­რე ეწო­და.

“ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“ , – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებისას.

პატ­რი­არ­ქის აღ­საყ­დრე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში 15 ეპარ­ქია და 30-ზე მეტი მოქ­მე­დი ტა­ძა­რი იყო. დღე­ი­სათ­ვის სულ 46 ეპარ­ქია, და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სამ­დე მოქ­მე­დი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი.
უწ­მინ­დე­სის აღ­საყ­დრე­ბა 1977 წლის 25 დე­კემ­ბერს მოხ­და. ამ დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წმინ­და მღვდელმთავ­რის სპი­რი­დონ ტრი­მი­ფუნ­ტე­ლის ხსე­ნე­ბას აღ­ნიშ­ნავს.
უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი მცხე­თა-თბი­ლი­სი­სა და მიტ­რო­პო­ლი­ტი ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის, ილია II (ერის­კა­ცო­ბა­ში ირაკ­ლი გი­ორ­გის ძე ღუ­დუ­შა­უ­რი-ში­ო­ლაშ­ვი­ლი) 1933 წლის 4 იან­ვარს, ქა­ლაქ ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში და­ი­ბა­და, (ახ­ლან­დე­ლი ვლა­დი­კავ­კა­ზი), გი­ორ­გი ღუ­დუ­შა­ურ-ში­ო­ლაშ­ვი­ლის და ნა­ტა­ლია კო­ბა­ი­ძის ოჯახ­ში.
2010 წლის 21 დე­კემ­ბრის სი­ნო­დის სხდო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ტი­ტუ­ლა­ტუ­რა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­ნი­სა­ზღვრა: უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი მცხე­თა-თბი­ლი­სი­სა და მიტ­რო­პო­ლი­ტი ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის.
კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან იყ­ვნენ: მამა, გი­ორ­გი სი­მო­ნის ძე ში­ო­ლაშ­ვი­ლი – სო­ფელ სნო­დან. დედა, ნა­ტა­ლია იო­სე­ბის ასუ­ლი კო­ბა­ი­ძე კი – სო­ფელ სი­ო­ნი­დან. 1927 წელს მათ სახ­ლი შე­ი­ძი­ნეს ვლა­დი­კავ­კაზ­შიც, სა­დაც შემ­დეგ და­ი­ბა­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქი. მშობ­ლებ­მა სამი დღის ახალ­შო­ბი­ლი ქრის­ტე­შო­ბის დღეს მო­ნათ­ლეს ქარ­თულ ტა­ძარ­ში და ყრმას ერეკ­ლე II-ის პა­ტივ­სა­ცე­მად ირაკ­ლი უწო­დეს. ნათ­ლი­ე­ბი იყ­ვნენ: არ­ქი­მან­დრი­ტი ტა­რა­სი (კან­დე­ლა­კი) და მო­ნა­ზო­ნი ზო­ი­ლე (დვა­ლიშ­ვი­ლი). დედა ზო­ი­ლეს პა­ტა­რა ირაკ­ლი სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში ხში­რად დაჰ­ყავ­და, სა­დაც მა­შინ­დე­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე­სა­გან სამი წლის ირაკ­ლის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მი­უ­ღია.

1957 წლის 16 აპ­რილს, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის II კურ­სის სტუ­დენ­ტი, 24 წლის ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მელ­ქი­სე­დეკ III-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, თბი­ლი­სის ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ტა­ძარ­ში ბე­რად აღიკ­ვე­ცა და სა­ხე­ლად წმი­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად, ილია ეწო­და. ბე­რად აღ­კვე­ცის სა­ი­დუმ­ლო შე­ას­რუ­ლა ეპის­კო­პოს­მა ზი­ნო­ბიმ (მა­ჟუ­გა).

READ  მენჯის ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე

1957 წლის 18 აპ­რილს სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ბერი ილია ხელ­დას­ხმულ იქნა იე­რო­დი­აკ­ვნად, ხოლო 1959 წლის 10 მა­ისს წმი­და სერ­გის მო­ნას­ტრის ლავ­რა­ში იე­რო­დი­აკ­ვა­ნი ილია, მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის, უწ­მი­დეს ალექ­სი II მიერ ხელ­დას­ხმულ იქნა მღვდელ­მო­ნაზვნად.

1960 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მით, სა­დაც მე­ო­თხე კურ­სზე და­წე­რა სა­კან­დი­და­ტო შრო­მა: „ათო­ნის ივე­რი­ის მო­ნას­ტრის ის­ტო­რია“, – რის­თვი­საც მი­ე­ნი­ჭა ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის კან­დი­და­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი. რის შემ­დე­გაც აკა­დე­მი­ის საბ­ჭომ საპრო­ფე­სო­რო სტი­პენ­დი­ან­ტად დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა და სთხო­ვეს, გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა. მას სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და, ლექ­ცი­ე­ბი წა­ე­კი­თხა სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­სა და აკა­დე­მი­ა­ში, მაგ­რამ უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ეფ­რემ II-ის კურ­თხე­ვა სხვაგ­ვა­რი იყო: მღვდელ­მო­ნა­ზონ ილი­ას სამ­შობ­ლო­ში უნდა და­ე­წყო მოღ­ვა­წე­ო­ბა. მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა ილი­ამ უარი თქვა სა­პა­ტიო კა­რი­ე­რა­ზე, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და და და­ი­ნიშ­ნა ბა­თუ­მის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მღვდელმსა­ხუ­რად.

ერ­თგუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სათ­ვის იგი 1960 წლის 19 დე­კემ­ბერს აღყ­ვა­ნილ იქნა იღუ­მე­ნის ხა­რისხში. შემ­დეგ კი – 1961 წლის 16 სექ­ტემ­ბერს – არ­ქი­მან­დრი­ტის ხა­რისხში.

1963 წელს, ხრუშ­ჩო­ვის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, როცა რუ­სეთ­ში ხუთი სე­მი­ნა­რია, მრა­ვა­ლი ტა­ძა­რი და მო­ნას­ტე­რი და­ი­ხუ­რა, უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ეფ­რემ II-მ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლის გახ­სნა მო­ა­ხერ­ხა, რო­მელ­საც, მეტი სიფრ­თხი­ლი­სათ­ვის, „საღვთის­მე­ტყვე­ლო კურ­სე­ბი“ და­არ­ქვეს. სწო­რედ ამ „საღვთის­მე­ტყვე­ლო კურ­სე­ბის“ პირ­ველ რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა არ­ქი­მან­დრი­ტი ილია. 1963 წლი­დან 1972 წლამ­დე იგი იყო მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის – იმ დრო­ი­სათ­ვის ერ­თა­დერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლის – პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი. ამავდრო­უ­ლად, იგი მოღ­ვა­წე­ობ­და ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მღვდელმსა­ხურ­თა ახა­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის სფე­რო­ში.

1963 წლის 26 აგ­ვის­ტოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მი­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ეფ­რემ II-ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მღვდელმთა­ვარ­თა თა­ნამ­წირ­ვე­ლო­ბით, არ­ქი­მად­რი­ტი ილია ხელ­დას­ხმულ იქნა შე­მოქ­მე­დელ ეპის­კო­პო­სად და და­ი­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პოს­კო­პო­სად.

1967 წელს, აჭა­რა­ში შვი­დი წლის მოღ­ვა­წე­ო­ბის შემ­დეგ, პარ­ტი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპის­კო­პო­სად გა­და­იყ­ვა­ნეს.

1969 წელს აღყ­ვა­ნილ იქნა მიტ­რო­პო­ლი­ტის ხა­რისხში. მიტ­რო­პო­ლიტ­მა ილი­ამ სო­ხუმ­ში 11 წელი დაჰ­ყო.

READ  გ ი ლ ო ც ა ვ თ ნიკოლოზობას! 19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას აღნიშნავს

1977 წელს გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და­ვით V (დევ­და­რი­ა­ნი). 1977 წლის 9 ნო­ემ­ბერს, წმი­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბით, პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრე გახ­და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია.

1977 წლის 23 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში გა­მარ­თულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის XII ად­გი­ლობ­რივ­მა კრე­ბამ გა­ნი­ხი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი და მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია ერ­თხმად იქნა არ­ჩე­უ­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად და ეწო­და ილია II. ილია I სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას მარ­თავ­და 1600 წლის წინ 390-400 წლებ­ში.

1977 წლის 25 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტზე, რო­მე­ლიც ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი­სა და სვი­მონ კა­ნა­ნე­ლი­სა­გან იღებს და­სა­ბამს, ახა­ლი პატ­რი­არ­ქი იქნა აღყ­ვა­ნი­ლი: მცხე­თის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში შეს­რულ­და ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია მე­ო­რის აღ­საყ­დრე­ბა.

1990 წელს უწ­მი­დეს­სა და უნე­ტა­რესს ილია II მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქომ მი­ა­ნი­ჭა მტკი­ცე­ბის სი­გე­ლი, რი­თაც მთელ­მა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა სამ­ყა­რომ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია.

უწ­მი­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ი­ცა ბიბ­ლია, საღვთის­მე­ტყვე­ლო კრე­ბუ­ლე­ბი, ბრო­შუ­რე­ბი და წიგ­ნე­ბი, ჟურ­ნა­ლე­ბი, სამი სა­ხის კა­ლენ­და­რი, და­არ­სდა გა­ზე­თე­ბი.

ოცი წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ეპარ­ქი­ა­თა რი­ცხვი 15-დან 33-მდე გა­ი­ზარ­და, მო­ნას­ტრე­ბი­სა – 53-მდე, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა – 1000-მდე. მოხ­და კა­ნო­ნი­ზი­რე­ბა ახა­ლი წმინ­და­ნე­ბი­სა. აშენ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ეკ­ლე­სი­ის – წმინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი.

1978-1983 წლებ­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II იყო ეკ­ლე­სი­ა­თა მსოფ­ლიო საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი.
1997 წელს მისი უწ­მი­დე­სო­ბა კრე­ტის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ამ თა­ვის სა­პა­ტიო წევ­რად აირ­ჩია. ამა­ვე წელს იგი არ­ჩე­ულ იქნა გა­ე­როს­თან არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ტი­ზა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ის წევ­რად.
1998 წელს კი ამე­რი­კის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და ტი­ხო­ნის საღვთის­მე­ტყვე­ლო სე­მი­ნა­რი­ამ ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის დოქ­ტო­რის სა­პა­ტიო წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა.
2002 წელს თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და თბი­ლი­სის სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პე­და­გო­გი­ურ­მა უნი­ვე­რის­ტეტ­მა სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი­სა და პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს.

#drpkhakadze #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები