პაკისტანში ხელოვნური წვიმის ტექნოლოგია გამოცადეს. ამ ზომას ქვეყნის ხელისუფლებამ ძლიერი სმოგის გამო მიმართა, რომლის გამოც ქალაქ ლახორში სკოლებიც კი დაიხურა. წერს France 24.
ხელოვნური წვიმა „ღრუბლების დათესვის“ პროცესის მეშვეობით გამოიწვიეს. ღრუბლებში ვერცხლის იოდიდისა და ყვითელ მარის აცეტონთან ერთად წვავენ, რაც წვიმის წვეთების წარმოქმნას უწყობს ხელს.
თვითმფრინავებმა ქალაქის 10 უბანს გადაუფრინეს. წვიმის გამოსაწვევად მათ 48 სპეციალური რაკეტა დასჭირდათ.
“ღრუბლებში დათესვას ათობით ქვეყანაში იყენებენ, მათ შორის აშშ-ში, ჩინეთსა და ინდოეთში, თუმცა ეს ამ ტექნოლოგიის პაკისტანში გამოყენების პირველი შემთხვევაა. ექსპერტების აზრით, ჰაერის დაბინძურებას მცირე წვიმაც კი ამსუბუქებს“, -განაცხადა პენჯაბის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მოჰსინ ნაკვიმ.
ლახორი ჰაერის ხარისხის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდ ქალაქად ითვლება. ქვეყნის მთავრობა ამის მთავარ მიზეზებად წარმოებას, ტრანსპორტის მოძრაობასა და ნარჩენების წვას ასახელებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები