შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეები„ოტიას ეზო“ - როგორ გამოიყურება მწერლის კარ-მიდამო

„ოტიას ეზო“ – როგორ გამოიყურება მწერლის კარ-მიდამო

“ოტიას ეზო” – ეზო, რომელიც მოიცავს მუზეუმს, მარანს, მასტერკლასებისა და კულტურული ღონისძიებების სივრცეს.

ოტია იოსელიანის შვილიშვილი 27 წლის ასაკ­ში მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლში დაბ­რუნ­და და ბა­ბუ­ის ეზოს ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა… ცნო­ბი­ლი წი­ნაპ­რის სახ­ლი რომ არ და­კე­ტი­ლი­ყო, ოჯახ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და წყალ­ტუ­ბო­სა და თბი­ლისს შო­რის ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი გა­ი­ბა. ამ­გვა­რად, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ოტია იო­სე­ლი­ა­ნის სახ­ლი “სი­ჩუ­მეს” გა­და­არ­ჩი­ნეს და არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სახლ-მუ­ზე­უ­მად აქ­ცი­ეს.

ოტიას ეზოს სხვა დატვირთვაც აქვს – აქ მისული სტუმრები და ტურისტები ადგილზე წარმოებულ პროდუქციას ეცნობიან და აგემოვნებენ. სახელზე ბევრი არც უფიქრიათ, ალბათ, ძნელად შეირჩეოდა სხვა უფრო ეფექტური სახელი, ამგვარ ბმაში რომ ყოფილიყო მწერალთან. ასე შეიქმნა პროექტი „ოტიას ეზო“, საკუთარი ლოგოთი და ნატურალური პროდუქტებით.

ოტიას ეზო ერთდროულად წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრსა და ტურისტულ ობიექტს, რომელიც ფუნქციონირებს ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის  სახლ–მუზეუმში. მუზეუმი კერძოა და გაიხსნა 2012 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე. სწორედ მუზეუმის დამოუკიდებლად და სრულფასოვნად არსებობისთვის 2014 წელს შეიქმნა ოტიას ეზო.

ოტიას ეზოში ერთიანდება მუზეუმი, ნატურალური ღვინის მარანი, მასტერკლასებისა და კულტურული ღონისძიებების სივრცე.

ოტიას ეზოში მოსულ სტუმარს შეუძლია მუზეუმის უფასოდ დათვალიერება, ფასიანი ღვინის დეგუსტაციისა და სადილის შეკვეთა, მასტერკლასების ორგანიზება. მარანში ვბრენდავთ და ვასხავთ  ამ ეტაპზე 5 სახეობის ღვინოს ბოთლში.

სტუმრის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს და სერვისებზე მოთხოვნაც იზრდება. ერთ–ერთი მათგანია ღამის გათევა ჩვენს მომავალ საოჯახო სასტუმროში. მოთხოვნიდან გამომდინარე 2019 წელს  საფუძველი ჩაეყარა ოდის მშენებლობას, სადაც მოეწყო საოჯახო ტიპის სასტუმრო.

ოტიას ეზოში მოსულ სტუმარს შეუძლია მუზეუმის უფასოდ დათვალიერება, ფასიანი ღვინის დეგუსტაციისა და სადილის შეკვეთა, მასტერკლასების ორგანიზება.

აქვთ ოცხანური საფერე, ჩხავერი, ცოლიკოური,ოჯალეში და სიდრი. ღვინოს ვაყენებთ ტრადიციული ხერხით ჭაჭაზე. გვაქვს ჭურები.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  "კურორტი საირმე" გთავაზობთ უნიკალურ სამკურნალო და სარეკრეაციო გამოცდილებას, რაც საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ ჯანმრთელობა და ისიამოვნოთ შესანიშნავი ბუნებით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები