წმინდა მამა დავითის ეკლესია მთაწმინდაზე საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უამრავ მომლოცველსა და ტურისტს იზიდავს.
ბევრ ტურისტს აინტერესებს, რა უნდა ნახოს საქართველოში.
საქართველოს ღირსშესანიშნაობები მდიდარია მომლოცველთა ადგილებით, ერთ-ერთი მათგანია წმინდა მამა დავითის ტაძარი-xix საუკუნის არქიტექტურული ანსამბლი და საქართველოს ერთ-ერთი სალოცავი, რომელიც მდებარეობს მთაწმინდის ცენტრში.
მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია — თბილისში, მთაწმინდის შუაწელზე აღმართული გუმბათოვანი ტაძარი. თარიღდება 1859-1871 წლებით. თბილისის წმინდა მამა დავით გარეჯელის ეკლესია მდებარეობს მთაწმინდის ქუჩაზე.
ისტორიული ცნობები: მამადავითის ეკლესიის ისტორია VI საუკუნიდან იწყება. თბილისის დასავლეთით აღმართული მთის ფერდობზე, კლდეში, სენაკი გამოუკვეთია მამა დავით გარეჯელს და მის ახლოს პატარა სამლოცველოც გაუმართავს. აქვე მოედინება წყარო, რომელიც მამა დავითს ლოცვით გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა განსაკურნებლად. მამა დავითი მალე წავიდა თბილისიდან, მაგრამ ქალაქის მკვიდრთ მისდამი მოწიწება და სიყვარული დიდხანს არ განელებიათ, ამიტომაც უსახელო მთას მამადავითი უწოდეს.
XVI საუკუნეში ათონის მთიდან ჩამოსულმა ორმა ბერმა, დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა, დაზიანებული ეკლესიის ადგილას ღვთისმშობლის სახელზე მონასტერი ააგეს და ახალ ტაძარს მთაწმინდის ძირას მდებარე მიწები შესწირეს.
ეკლესია აგურითაა ნაშენი. გარედან ჯვარგუმბათოვანი ფორმა აქვს, თუმცა, ეს სტრუქტურა ეფემერულია და არა ისახება ნაგებობის შიდა სივრცეში. გარედან შენობა სადაა, დეკორატიული თაღები ამკობს მხოლოდ ფასადების გრძივი კედლების ზედა ნაწილებს. საკურთხევლის ნახევრადწრიულად შვერილ აბსიდზე შუა მრგვალი სარკმლის ქვეშ აგურის წყობაში ჩართულია მოწითალო ქვის მაღალი ჯვარი. ინტერიერის წაგრძელებულ დასავლეთ მკლავში მოწყობილია ხის პატრონიკე. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან.
ტაძრის სიმაღლე (ჯვრიანად) 25,7 მეტრია, სიგრძე – 17,2, სიგანე – 10,7 მეტრი. შენობაში, მგალობელთა გუნდის ჩათვლით თავისუფლად ეტევა 400 კაცი.
მამა დავითის ტაძარი თავდაპირველად უგუმბათო იყო, 1877 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ეკლესიის შენობა გუმბათით დააგვირგვინა. მანვე 1889 წელს ტაძრის კედლები მოახატვინა.
XIX საუკუნის ძეგლია. დღევანდელი ტაძრის ადგილას პირველი ეკლესია VI საუკუნის დასასრულს აგებულა. VI საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიიდან საქართველოში საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი ჯგუფი მოვიდა ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად. ერთ-ერთი მათგანი მამა დავითი იყო, რომელმაც გარეჯის მონასტერი დაარსა.
გარეჯში წასვლამდე ის თბილისშიმოღვაწეობდა, მთაწმინდის აღმოსავლეთით, კლდეზე მას სენაკი გამოუჭრია. მამა დავითის მიერ ქვაბულის მიტოვების შემდეგ, ხალხმა მის პატივსაცემად მთას ”მამადავითი” შეარქვა. X-XI საუკუნეებში მამადავითის მთას მეორე სახელი – მთაწმინდა დაარქვეს. უძველესი ეკლესიის ადგილას IX საუკუნეში ახალი ტაძარი აუშენებიათ, რომელიც დროთა განმავლობაში დაინგრა. X საუკუნეში აქ მონასტერიც დაარსებულა, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა. პლატონ იოსელიანი წერს: “ჯერ კიდევ წმინდა დავითის ცხოვრებაში აქა აგეს ეკლესია დავითის მსახურებისათვის. IX საუკუნეში სხვა გაჩნდა, ქვისა, ივერიის ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილი და მონასტრად სახელდებული, ათონელი ბერების გამგებლობაში მყოფი.” 1542 წელს შედგენილი წერილობითი წყაროები გვამცნობს, რომ საქართველოს კათოლიკოსს ბერად შემდგარ დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებისათვის მთაწმინდაზე ღვთისმშობლის ეკლესიის აშენების ნება დაურთავს.
1809 წელს გაბაშვილების მიერ აგებული ეკლესია დაანგრიეს. მის ნაშთზე ახალი ააგეს. დღევანდელ ტაძარს საფუძველი 1859 წლის 22 სექტემბერს ჩაეყარა, ეგზარქოსმა ევსევიმ ის მამადავითის სახელზე აკურთხა. ეკლესიის ინტერიერი 1889 წელს მოიხატა. 1891 წელს ეკლესიასთან სამრევლო საქალებო სკოლა დაარსდა.
ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული იყო. დილაადრიან იწყებოდა მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. მლოცველები მამადავითის ეკლესიას ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ გარს.
1929 წლიდან მოყოლებული მამადავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები