ერთაწმინდა – სოფელი კასპის რაიონში (ახალქალაქი სოფსაბჭო), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე თეძმის ხეობაში. ზღვის დონიდან 840 მ, კასპიდან 20 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 16 კმ…
სოფელში დგას XIII საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმინდა ესტატეს ეკლესია. თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორთავისუფლად მდგომ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია.
ფასადების მდიდრული მორთულობა (უმეტესად კარ-სარკმელთა საპირეებისა და ჯვრების ჩუქურთმები) ტექნიკურად კარგი ხარისხისაა, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით მშრალია და დაქუცმაცებული. ეკლესიას გვიანდელი შეკეთება – გადაკეთების კვალი ეტყობა. XVII საუკუნის დასაწყისიდან იგი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა.
ეკლესიაში დაკრძალულია გიორგი სააკაძეს ვაჟის – პაატას თავი, აგრეთვე მწერალი ს.ერთაწმინდელი….
მასალის გამოყენების პირობები