კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაელექტროფიზიოლოგიური ტესტირება ინ­ვა­ზი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვაა და ანესთეზიის გამო­ყე­ნე­ბით ტარ­­დე­ბა, ის უსაფრთხო პრო­ცე­დუ­რა­ა...

ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება ინ­ვა­ზი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვაა და ანესთეზიის გამო­ყე­ნე­ბით ტარ­­დე­ბა, ის უსაფრთხო პრო­ცე­დუ­რა­ა…

ელექ­ტრო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა

ელექ­ტრო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა გა­მო­­ი­­ყე­­ნე­ბა გუ­ლის რიტ­მი­სა და გულ­ში ელექ­ტ­რუ­­ლი იმ­პულ­სე­ბის გა­­ტა­რე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის შე­­სა­­­ფა­სებ­ლად. კვლე­ვა კლი­ნი­კა­ში ტარ­დე­ბა. ადგი­­­ლო­ბ­­რი­ვი ანეს­თე­ზი­ის შემ­დეგ ექიმს, ფლუ­ო­რო­ს­კო­პი­ის კონ­ტრო­ლით, მცი­რე ზო­მის ელექ­ტრო­დე­ბი­ა­ნი კა­თე­ტე­რი სა­ზარ­დუ­ლის მი­და­მოს ვე­ნის ან, ზოგ­ჯერ, არ­ტე­რი­ის გავ­ლით შეჰ­ყავს გუ­ლის საკ­ნებ­ში. კა­თე­ტე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით რიტ­მი იწე­რე­ბა გუ­ლის შიგ­ნი­დან, რაც დარ­ღვე­ვის სა­ხი­სა და მი­სი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.
ჩვე­უ­ლებ­რივ, გა­მოკ­ვლე­ვის დროს, ექი­მი არი­თ­­მი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბას ახ­დენს, რა­თა და­ად­გი­­ნოს, რო­გორ იმო­­ქ­­­მე­­დებს ესა თუ ის მე­დი­კა­მენ­ტი არით­მი­ი­სა და გამ­ტა­­­რებ­­ლო­ბის დარ­ღვე­ვის სხვა­დას­ხვა ფორ­მის დროს, სა­­­ჭი­­როა თუ არა ქი­­რურ­­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გულ­ში­გა ანო­მა­­­­ლი­­უ­რი ელექ­­ტრუ­­ლი კავ­ში­რე­ბის კო­რექ­ცი­ის­თვის. სა­­­­ჭი­­­­რო­­­­ე­ბი­­სას, ექიმს შე­უძ­ლია აღად­გი­ნოს გუ­ლის­ცე­მის ნორ­­­მა­­ლუ­რი რიტ­­მი ხან­მოკ­ლე ელექ­­ტრუ­ლი შო­კით (კარ­­­დი­­­ო­­ვერ­­სი­ა). მი­­უ­ხე­­და­ვად იმი­სა, რომ ელექ­ტრო­ფი­­ზი­­ო­­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა ინ­ვა­ზი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვაა და ანეს­თე­ზი­ის გამო­ყე­ნე­ბით ტარ­­დე­ბა, ის უსაფ­რთხო პრო­ცე­დუ­რა­ა, გრძელ­დე­ბა 1-2 სა­ა­თი, სიკ­ვდი­ლის რის­კია 1:5000.

არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის ხან­გრძლი­ვი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მო­ნი­ტო­რი­რე­ბა

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

READ  სადაც კი გაიხედავთ მარჯვნივ თუ მარცხნივ, ზეით თუ ქვეით, ამათ ნაშენებ ძეგლებს დაინახავთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები