სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიგრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი - გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების...

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული – H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს; ხოლო უკანა პლანზეა – COVID-19.

მედიკოსების ინფორმაციით, რისკ ჯგუფებში ბავშვები და მოხუცები არიან. მათივე განმარტებით, აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

„ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც“, – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსები, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ამბობს, რომ ამჟამად გავრცელებული გრიპის ვირუსები – H1N1 და H1N2 – მომავალ კვირებში კიდევ უფრო აქტიურად გავრცელდება და მეტი ყურადღება გვმართებს რისკჯგუფებში შემავალი პირების მიმართ.

ჩხაიძის ინფორმაციით, გაორმაგებულია გრიპის ვირუსის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევები და თუკი 49-ე კვირაში 16 % იყო, ორ კვრაში მაჩვენებელმა 27%-ს მიაღწია.

„ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.

„ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა თუ გვაქვს, თავი უნდა შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვრცელდება ომიკრონის ახალი ქვეშტამი – JN. აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კლინიკებში, პირბადეების ტარების სავალდებულო წესიც დააბრუნეს.

ესპანეთის ხუთ რეგიონში გრიპისა და COVID-19 შემთხვევების ზრდის გამო პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში „კოვიდის” შემთხვევები გაიზარდა. სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ.

გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

„ეს არის კოვიდის ახალი შტამი. სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვრცელდება. იგივე მაჩვენებლები ახასიათებს, რაც ომიკრონს. სამწუხაროპდ, დღეს საქართველოში ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი არის სამედიცინო პირბადე, დისტანცია, თუ ხართ ავად, უნდა იყოს სახლში. სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ვირუსის შესაჩერებლად“, – განაცახდა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, JN.1 ძირითადად ემუქრება ბავშვებსა და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს და მისგან თავდაცვის ერთადერთ საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს.

„ძალიან მძიმე სიტუაციაა… საქართველოში ამ სიმწარეს იგრძნობენ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში. JN.1-ის სწრაფი გავრცელების გამო, საავადმყოფოების გადავსების საფრთხე საქართველოშიც არსებობს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია – JN.1-ის სწრაფად გავრცელების შესახებ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ „მაჩვენებლები მაღალი არ არის“, საშიშად არ მიიჩნევა და არც განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს.

„ძირითადად ცირკულირებს არის A ტიპის ვირუსი – H1, პანდემიური და მეორე ადგილზე, შედარებით ნაკლები ინტენსივობის, ეს არის H3, ესეც A ტიპის ვირუსს მიეკუთვნება. H1-ს და H3-ს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს, –  მაღალი ტემპერატურა – 38 და მეტი, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი. რისკის ჯგუფები იგივეა, რაც ვაქცინაციის დროს – ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და 65 წელს გადაცილებული პირები ქრონიკული დაავადებებით.

რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება – ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში – გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში.

„მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირას სეზონური გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს და ჯერ აღმავალი მრუდია, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს თუ გადახედავთ, ბოლო მაჩვენებელი არის კალენდარული 51-ე კვირა და გრიპი გახდა დომინანტური ვირუსი. 49-ე კვირას ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი იყო 16%, ახლაა 26%. ზრდა ნამდვილად არის. ამინდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და, სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, აციების კვალდაკვალ, შემთხვევები მოიმატებს, თუმცა, გრიპის თვალსაზრისით, ალბათ ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლის სეზონში იყო. სხვა ვირუსებიც ცირკულირებენ ქვეყანაში, ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

JN.1 – SARS-CoV-2-ის ერთ-ერთია ვარიანტია, რომელიც COVID-19-ს იწვევს; COVID-19 კი, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, გართულებულ შემთხვევებში, ისევ იწვევს ადამიანების სიკვდილს.

JN.1 არის მუტაციის შედეგად წარმოშობილი მრავალი ვარიანტიდან ერთ-ერთი, მაგრამ დეკემბრიდან უკვე აკვირვებს მსოფლიოს – გავრცელების სისწრაფით და არცთუ სახარბიელო პროგნოზები კეთდება.

დეკემბრის შუა რიცხვებში JN.1 უკვე აღირიცხებოდა ინდოეთში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. ქვეყნების რიცხვი თანდათან სულ უფრო იზრდება.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ აშშ-ს კოვიდის ახალმა ტალღამ შეუტია, მას შემდეგ, რაც JN.1 დომინანტ შტამად იქცა.

დეკემბრის დასაწყისის მონაცემებით, გავრცელების მაჩვენებელი 15-29%-ს შეადგენდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) სტატისტიკით, 25 დეკემბრამდე ერთი კვირის ფარგლებში, კოვიდის გამო საავადმყოფოში 29 000 ადამიანი მოხვდა. იტყობინებიან ერთ კვირაში საშუალოდ 1400 დაღუპულის შესახებ. ეს მაჩვენებლები ჩამოუვარდება გასული წლის იმავე პერიოდის სტატისტიკას.
CDC-ის დირექტორი მენდი კოენი „ვაშინგტონ პოსტს“ ეუბნება, რომ რესპირატორული ინფექციებიდან ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე კვლავ კოვიდს ეწირება და სუსტად მიმდინარე კოვიდსაც კი შეუძლია ჯანმრთელობის დამაზიანებელი მთელი რიგი პრობლემების გამოწვევა – გახანგრძლივებული ე.წ. ლონგ კოვიდის სახით. მთელ რიგ კლინიკებში სავალდებულო წესით დააბრუნეს პირბადის ტარება და ეს წესი სრულად მოიცავს, მაგალითად, ლოს-ანჯელესს.

საერთო დათვლებით, აშშ-ში სეზონური გრიპის შემთხვევები სჭარბობს კოვიდისას, თუმცა ამ ვირუსების ერთდროული ცირკულირება საავადმყოფოების პერსონალისთვის პრობლემებს ქმნის და, მაგალითად, მინესოტოს შტატის ქალაქ მინეაპოლისში – პედიატრიულ განყოფილებებში ადგილები თითქმის შევსებულია. საავადმყოფოები ერთმანეთთან კოორდინაციით, გეგმავენ, თუ როგორ გამოყონ ბავშვებისთვის ადგილები ზრდასრულთა განყოფილებებში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით:

განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ 65 წელზე ხნიერი და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები; ბოლო კვირებში 16%-ით გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და განსაკუთრებით – ხსენებულ ასაკობრივ ჯგუფში. ბოლო კვირებში 10%-ით გაიზარდა COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები; ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ დღეს მოქმედი [თანდათან განახლებული] ვაქცინები, ტესტები და სამკურნალო საშუალებები კარგად მუშაობს JN.1-ის შემთხვევაშიც; საჭიროა ვაქცინაცია მათთვის, ვისაც გასული წლის შემოდგომაზე არ გაუკეთებია ვაქცინა. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, ვაქცინების ბოლო განახლებული ვარიანტი ამერიკელების 19%-ზე მეტს არ გაუკეთებია „ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვირუსი უფრო არ გაძლიერდეს და უფრო მოუხელთებელი არ გახდეს“, – ეუბნება „ვაშინგტონ პოსტს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის უფროსი მრჩეველი, ეპიდემიოლოგი.

აშშ-ში ერთ-ერთ დიდ გამოწვევად მიიჩნევა იზოლაციის წესის დარღვევა, როდესაც ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ გარეთ გადის და სხვა ადამიანებსაც აინფიცირებს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში JN.1-ის შესახებ ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, „გლობალურ დონეზე დამატებითი რისკი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის შეფასებულია როგორც დაბალი“, თუმცა ტექსტში ასევე მითითებულია, რომ თავდაპირველად JN.1-ს თვალს ადევნებდნენ როგორც BA.2.86-ის ქვეშტამის ნაწილს, მაგრამ მუტაციის თავისებურებებისა და სწრაფი გავრცელების უნარის გათვალისწინებით, ის უკვე დასაკვირვებლადაც ცალკე გამოიყო.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები