ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაგილოცავთ ნათლისღებას! 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

გილოცავთ ნათლისღებას! 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

გილოცავთ ნათლისღებას! 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს.

ნათლისღება ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის.

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე და მის წინა დღეს ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში სრულ­დე­ბა წყალ­კურ­თხე­ვა დიდი აიაზ­მის წე­სით და ნა­კურ­თხი წყა­ლი ურიგ­დე­ბათ მორ­წმუ­ნე­ებს. ამ წყალს უფ­ლის მიერ კურ­თხე­უ­ლი იორ­და­ნის მად­ლი ეძ­ლე­ვა და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ იხ­რწნე­ბა.

მორ­წმუ­ნე­ებს მისი მი­ღე­ბა უზ­მო­ზე შე­უძ­ლი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით – ავად­მყო­ფო­ბი­სა და გან­საც­დე­ლე­ბის დროს. ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  ფანქრის ჯადოქარი, მხატვარ გურამ დოლენჯაშვილის შავ-თეთრი, განსაკუთრებული სამყარო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები