კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიგელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს დიდებულ წარსულში და დავით აღმაშენებლის ბრწყინვალე ეპოქაში გამოგზაურებთ

გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს დიდებულ წარსულში და დავით აღმაშენებლის ბრწყინვალე ეპოქაში გამოგზაურებთ

გელათის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია, რომელიც საქართველოს დიდებულ წარსულში და დავით აღმაშენებლის ბრწყინვალე ეპოქაში გამოგზაურებთ.

სამონასტრო კომპლექსი მოიცავს შემდეგ შენობებს:

  • XII საუკუნეში აშენებული ღვთისმშობლის შობის დიდი ტაძარი განლაგებულია ეზოში;
  • წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
  • მე -13 საუკუნითაა დათარიღებული;
  • მეფე დავითის “აღმაშენებელი” დაკრძალულია კარიბჭესთან;
  • სამრეკლო ნაწილობრივ განადგურებულია;
  • სასულიერო აკადემია;
  • ფერმის შენობები.

გელათის მონასტერი 1106 წელს დავით IV აღმაშენებელმა, როგორც სამეფო სავანე დააფუძნა და აქვე შექმნა იმჟამინდელი ტიპის უმაღლესი სასწავლებელი – გელათის აკადემია.

მაშინვე დაიწყო მონასტრის მთავარი, ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც სიწმინდედ ხახულის ღმრთისმშობლის მინანქროვანი ხატი დაასვენეს, (თავად ხატი X საუკუნისაა). ტაძარი გუმბათოვანია, „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისა. მშენებლობა დავით IV აღმაშენებლის სიცოცხლეში დამთავრდა, ე.ი. 1125 წლამდე, ხოლო, მოიხატა უკვე მისი ძმის, დემეტრე I-ის დროს. ამ დროიდან შემოგვრჩა მხოლოდ საკურთხევლის კონქის მოზაიკა და „საეკლესიო კრებათა“ გამოსახულებანი. XII-XIII საუკუნეებში ტაძარს რამდენიმე ეგვტერი მიუშენეს.

ერთ-ერთში მეფე დავით ნარინისად წოდებულში, მისი დროის, ე.ი. XIII საუკუნის მიწურულის მხატვრობაა; მთავარი სივრცისა და სხვა ეგვტერების მოხატულობა XVI-XVII საუკუნეებისაა. გელათის ტაძარს უმდიდრესი სალარო ჰქონდა – ხატ-ჯვრები, ხელნაწერები, სხვადასხვა სამღვდელთმსახურო თუ მემორიალური ნივთები. მათი ნაწილი ადრევე დაიკარგა, ზოგი XIX საუკუნეში, რაც შემორჩა ახლა ქუთაისის და თბილისის მუზეუმებში ინახება.

READ  მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები