შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაკრედიტაციაგაეცანით - აკრედიტაცია კანადის პარტნიორი კლინიკები საქართველოში

გაეცანით – აკრედიტაცია კანადის პარტნიორი კლინიკები საქართველოში

საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

„დიდი პატივია, ამ კლინიკებთან თანამშრომლობა. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. კლინიკები იწყებენ რთული გზის გავლას, – ხარისხიან ჯანდაცვას.

მე შემიძლია ვთქვა, რომ მე, გიორგი ფხაკაძემ დავდე შედეგი, – საქართველოში დაიწყო საერთაშორისო ხარისხიანი ჯანდაცვის მშენებლობა…“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, ერთ წელში ეს კლინიკები იქნებიან ძალიან მაღალი სტანდარტების და გააუმჯობესებენ თავიანთ სერვისებს.

როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:

თბილისში:

   ჟორდანიას კლინიკა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ჰერა 2011

კლინიკა ინოვა

საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი

ინოვა ინ ვიტრო

ენ ქირონ +

კონსილიუმ მედულა

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

„ვივამედი” 

ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი – უროლოგიური ჰაბი

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო

მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

ქუთაისში:

ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი

ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია

ბათუმში:

მედცენტრი

სოლომედი

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა

 

READ  სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია არის საუკეთესო “იარაღი” ამ უმსგავსობის წინააღმდეგ❗️
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები