შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაბოტანიკური ბაღი მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

ბოტანიკური ბაღი მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

ეროვნული ბოტანიკური ბაღის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობისთვის და მათი ბიომრავალფეროვნების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 6 თებერვლიდან ახალი პროექტი „ეკო-მკვლევარი“ დაიწყება, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში, სხვადასხვა სახალისო-სასწავლო კომპონენტების მეშვეობით ბიოლოგიასა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებაში დაეხმარება. ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა 2 საათის განმავლობაში ბოტანიკური ბაღის სივრცეში გაიარონ პრაქტიკულ-თეორიული კომპონენტებით დატვირთული სპეციალური პროგრამა, რომელიც რამდენიმე ეტაპად იყოფა და მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

I ნაწილი – ლაბორატორიული სამუშაოები

ლექცია-სემინარი მიკრო და მაკრო ორგანიზმების შესახებ, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მიკროსკოპების მეშვეობით დააკვირდნენ, როგორც მზა პრეპარატებს, ასევე თავად შექმნან ისინი და შეიმეცნონ მიკრო სამყარო

II ნაწილი – მცენარეთა ევოლუცია, მცენარეებზე დაკვირვება

სემინარი მცენარეთა ევოლუციისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული წიწვოვან და მარადმწვანე ფოთლოვან მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ. მოსწავლეები გაეცნობიან გირჩებს, ფოთლებსა და მათ ნაირსახეობებს

III ნაწილი – წიწვოვან მცენარეთა კოლექცია

მოსწავლეები ბოტანიკური ბაღის წიწვოვან მცენარეთა კოლექციას დაათვალიერებენ, სადაც სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან და მიღებულ თეორიულ ცოდნას ბოტანიკურ ბაღში არსებულ მცენარეებზე დაკვირვებით გაიღრმავებენ

პროექტი დაიწყება 6 თებერვალს. შეხვედრები ჩატარდება ბოტანიკურ ბაღში ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე. კურსს გაუძღვებიან ბაღის სპეციალისტები
მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა – 25 მოსწავლე

პროექტში მონაწილეობა – ჯგუფზე 80 ლარი + ბოტანიკურ ბაღში ბილეთის შემოსვლის საფასური (მოსწავლეები 50 თეთრი, ზრდასრულები, მათ შორის მასწავლებელი 4 ლარი)
აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისა და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 18 00 61“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  „საქართველო, ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი“- ავსტრიული ტურისტული გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები