ბიომეურნეობა „სამყურა“ 2024 წელს კაფეს გახსნის. კაფეში მისულ სტუმრებს ხილის და ბოსტნეულის დაკრეფის, წვენების გამოწურვისა და სალათების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.
„მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე საქართველოში ეტაპობრივად იზრდება.
ტურისტები — დეტალები
სამწლიანი ანონსის შემდეგ წელს დავიწყებ კაფეს მშენებლობას. ორჯერ მქონდა „აწარმოე საქართველოში“ შეტანილი პროექტი, ბოლო ეტაპამდე მიმიყვანეს ორივეჯერ და უარი მითხრეს. შემდეგ გამოჩნდა ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ჩამირიცხა შესაბამისი თანხა და ამ რესურსს მოვახმარ კაფეს მშენებლობას.
საქართველოში არ არის ის მომსახურება, რომ ადამიანები მივიდნენ მეურნეობაში, ნახონ, დაკრიფონ ბოსტნეული, გამოწურონ წვენები, მოამზადონ სალათები, კერძები, დარგონ, დათესონ და ჩვენ სწორედ ამას შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ტურისტებზე, ტურისტულ ჯგუფებზე, ცხადია სურვილის შემთხვევაში მომსახურებას გავუწევთ ადგილობრივ ვიზიტორებსაც“ – განაცხადა მეურნეობის დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა.
დამატებითი ინფორმაცია
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2025). „ტურისტები თავად დაკრეფენ ბოსტნეულს და მოამზადებენ სალათებს…“. 31 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/ტურისტები-თავად-დაკრეფე/
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314
