პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებისქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება...

სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს

კურორტი სქური ზღვის დონიდან 450-500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გარშემორტყმულია წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით დაფარული მაღალი მთებით.

სქური წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამეგრელოს და ზემო სვანეთის საზღვარზე, მდინარეების – ენგურისა და ჭანისწყლის ხეობაში.

როგორც ამბობენ, კურორტის ტერიტორიაზე, უძველეს დროში, კლდეკარი არსებობდა თურმე. კლდეკარის ჩაგმანვის შემდეგ, მტრისგან დაცული ხდებოდა მოსახლეობა.

უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. შუა საუკუნეებში წალენჯიხა სამეგრელოს მთავრების, დადიანების რეზიდენცია, სასახლე, განძთსაცავი და საგვარეულო სამარხი იყო, X საუკუნის წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი კი – დადიანების საგვარეულო ეგვტერი.

ხეობის ირგვლივ ბუნებრივად წარმოქმნილი მთათა სისტემა ქმნის სამმხრივ დაცვას და მხოლოდ ერთ გასასვლელს, რომელიც ომიანობის პერიოდში მთელი ხეობის მცხოვრებთა მთავარი მანიშნებელი ადგილი იყო – ხალხური გადმოცემით, სქურის შესასვლელში დანთებული ცეცხლი მიანიშნებდა საფრთხეს – რომ მტერი ახლოსაა. ცეცხლის დანახვისთანავე მოსახლეობა ხეობაში შედიოდა, იმ ერთადერთ გასასვლელს ჩახერგავდნენ და მტერს გზას უკეტავდნენ.

სქურის წყალი, გამორჩეულად სუფთაა, რასაც მოწმობს კალმახების ჭარბი რაოდენობა სქურის მდინარე ჭანისწყალში და სასმელი წყალი, რომლითაც ირგვლივ სოფლები მარაგდება. 1920 წელს მას სამკურნალო წყლის სტატუსი მიენიჭა.

სამეცნიერო დასკვნით სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს.

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება „სქური“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2014 წლის 12 დეკემბერს.

მინერალური წყალი “სკური” ადგილზე ჩამოისხმებოდა და გადიოდა საქართველოს თუ კავშირის სხვადასხვა ქალაქში გასაყიდად. სამწუხაროდ, გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, წყლის ჩამოსხმა სკურის ქარხანაში შეწყდა.

წლების განმავლობაში, სქურის ხეობაში ფუნქციონირებდა პანსიონატები და სანატორიუმები.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

იანვარი 16, 2025
ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

16 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

იანვარი 16, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები