„საქართველო, ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი“- ავსტრიული ტურისტული გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ავსტრიული პოპულარული ტურისტული გამოცემა T.A.I. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. „ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი! საქართველო ვენის ტურისტულ გამოფენაზე, ავსტრიის ავიახაზების დაბრუნება საქართველოში“ – ამ სათაურით სტატიას ავტორი საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და ქვეყნის მრავალფეროვნების შესახებ წერს.

„გასულ წელს საქართველო გახლდათ ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა, წელს კი ქვეყანა ვენის ტურისტულ გამოფენაზე წარდგა“, – წერია სტატუაში.

სტატიაში ხაზგასმულია საქართველოსა და ავსტრიას შორის გაზრდილი საჰაერო კავშირები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ავსტრია საქართველოსთვის ახალ ტურისტულ სამიზნე ქვეყნად ითვლება. დედაქალაქ თბილისში 2024 წლის მაისიდან ავსტრიის ავიახაზები კვირაში სამჯერ განახორციელებს პირდაპირ ფრენებს“, – განაცხადა საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, ნიკა მაღრაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

- Advertisement -
Ad imageAd image

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს.

„საქართველო მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა, ოქროს მოპოვებისა და ტექსტილის დამუშავების ისტორიით, ქრისტიანობის დასაყრდენად ითვლება და დიდი მონარქიული ისტორია აქვს“, – აღნიშნულია სტატიაში.

საქართველო — დეტალები

ავსტრიული გამოცემა საქართველოს ტურიზმის განვითარებისა და ტურიზმიდან მიღებულ რეკორდული შემოსავლის შესახებ წერს.

„ტურიზმის განვითარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელი 2022 წლიდან გახლავთ მაია ომიაძე. ეს სფერო საქართველოს ეკონომიკაში შემოსავლის ერთ-ერთ ძირითადი წყაროა. პანდემიის დაწყებამდე საქართველოში რეკორდული, ცხრა მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა. 2023 წელს საქართველოში არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლების რაოდენობამ 7,2 მილიონს მიაღწია, მათგან 6,17 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი გახლდათ.

ტურიზმის შემოსავალმა 2023 წელს რეკორდული 4,47 მილიარდ ევრო შეადგინა, რამაც 26%-ით გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. გამტარუნარიანობის მხრივ, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტები 6,01 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, აღნიშნული 2019 წელთან შედარებით 15,4%-ით მეტია“, – აღნიშნულია სტატიაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

სტატიაში აღწერილია საქართველოს საზღვაო, ზამთრის და სპა კურორტები, იუნესკო-ს ძეგლები და დაცული ტერიტორიები, ასევე ქართული სამზარეულო.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  ვის არ შეუძლია აშშ-ს მწვანე ბარათის შევსება

შენი დასვენება. (2025). „საქართველო, ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი“- ავსტრიული ტურისტული გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. 19 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/საქართველო-ამაყი-ისტორ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. „საქართველო, ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი“- ავსტრიული ტურისტული გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network