პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია – პრომეთეს მღვიმე გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში
მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია. სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში.
პრომეთეს მღვიმე მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში. მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი, საიდანაც ტურისტებისთვის ჯერ-ჯერობით 6 დარბაზია გახსნილი. მღვიმეში შესაძლებელია 1420 მეტრი სიგრძის ბილიკის გავლა, დარბაზების დათვალიერება და სანაოსნო ტურით გასეირნება მდინარის გამდინარე ნაკადზე.
პრომეთეს მღვიმეში უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს – სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში. ასევე, მღვიმეში გადაადგილებისას, წინ გელოდებათ „გაქვავებული ჩანჩქერები,“ „ჩამოკიდებული ქვის ფარდები,“ ჰელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები.
პრომეთეს მღვიმე საქართველოს სავიზიტო ბარათია და მას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. სტუმრობისთვის შაბა-კვირა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. იმოგზაურეთ, აღმოაჩინეთ საქართველოს მიწისქვეშა ზღაპრული სამყარო და შექმენით თავგადასავლები.
იხილეთ ასევე
- თბილისის ტურისტულ ადგილებს, კახეთში რთველს, სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ტბას, იმერეთში ოკაცეს კანიონსა და პრომეთეს მღვიმეს, სამეგრელოში მარტვილის კანიონს, სვანეთში მესტიას, უშგულს, ქორულდის ტბას, ჭალაათის მყინვარს, შდუგრას ჩანჩქერს, შხარას, მცხეთა-მთიანეთში სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობასა და გერგეტის სამებას გადაიღებენ
- ყველაზე მონახულებადი 5 დაცული ტერიტორია: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი
- შიომღვიმის მამათა მონასტერი – მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაატარა და ანდერძის თანახმად…
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2025). პრომეთეს მღვიმე გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში. 12 აგვისტო, 2025. https://shenidasveneba.ge/პრომეთეს-მღვიმე-გამოგზაუ/
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314
