ნინოწმინდის კომპლექსი – მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ნინოწმინდა (საგარეჯო)

ნინოწმინდის კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, სოფელ ნინოწმინდაში, თბილისიდან 50-ოდე კილომეტრის მანძილზე. ნინოწმინდის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI ს-ის III მეოთხედში აგებული წმ. ნინოს ტაძარი. გადმოცემის თანახმად წმ. ნინომ სწორედ ამ ადგილას დაისვენა და მის საპატივსაცემოდ აშენდა ეს ტაძარი. იგი არაერთხელ გადაუკეთებიათ IX-XI, XIII-XIV, XVI საუკუნეებში. კარიბჭის წარწერიდან ვიგებთ, რომ 1671 წელს ტაძარი განუახლებია ნინოწმინდელ ეპისკოპოსს – ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს.

საქართველოს პერსპექტივა / www.perspektiva.ge - ნინოწმინდა ნინოწმინდის  კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, სოფელ ნინოწმინდაში, თბილისიდან 50  ...

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ნინოწმინდის — დეტალები

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ნინოწმინდელ საბა ტუსიშვილს განუახლებია ტაძარი და ძალზე დიდი გუმბათი დაუდგამს მისთვის. მისი აგებულია ასევე საეპისკოპოსო სასახლე, რომელიც იქვე ტაძრის ეზოშია. გადმოცემის თანახმად, ერეკლე II-ს ნინოწმინდის ტაძრის გუმბათის ნახვისას, გულისტკივილით უთქვამს ტუსიშვილისთვის: ტაძარი კი დაგიმშვენებია, მაგრამ მოგიკლავსო. მართლაც 1824 წელს, მიწისძვრის დროს, კედლებმა ვეღარ გაუძლო და თაღი და გუმბათი ჩამოინგრა. 1848 წელს კიდევ სხვა კედლებიც დაინგრა და დღეისათვის მხოლოდ ერთი კედელიღაა მთლიანად შემორჩენილი. ტაძრის გვერდით დგას XVI ს-ის კოშკი-სამრეკლო, რომელიც ხშირად მტრისგან იფარავდა ხალხს. კომპლექსს ძველი დროიდან გარს ერტყა დიდი გალავანი, რომელიც კოშკებით იყო აღჭურვილი და ადგილობრივი მოსახლეობა თავს აფარებდა ომიანობის დროს. ნინოწმინდის საეპისკოპოსო მეფეთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კათედრალს თავის დროზე დახმარებიან კახეთის მეფენი ლევანი,ალექსანდრე და დავით I, ქართლის მეფენი როსტომი და არჩილი. ნინოწმინდა განსაკუთრებით დაწინაურებულა ერეკლე II-ისა და თეიმურაზ II-ის მეფობის დროს.

- Advertisement -
Ad imageAd image

Sak_Gareja17_026 | ნინოწმინდის მონასტერი / Ninotsminda Monas… | Flickr
მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმტავრები – ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე ექვთიმე მთაწმიდლის ახლო თანამშრომელი არსენ ნინოწმინდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი (XVIIIს.) , საბა ტუსიშვილი და სხვა.
XX საუკუნის ბოლოს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ნინოწმინდაში აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ამჟამად აქ ფუნქციონირებს დედათა მონასტერი. 2003 წლიდან აღდგა საგარეჯო – ნინოწმინდის ეპარქია და აქვე განთავსდა ეპარქიის კათედრა და ეპისკოპოსის რეზიდენცია.

READ  სიღნაღის გალავანი — რატომ დასჭირდა ღვინის ქალაქს 23 კოშკი

წყარო:

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). ნინოწმინდის კომპლექსი – მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. 19 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/ნინოწმინდის-კომპლექსი-მ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ნინოწმინდის კომპლექსი – მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network