ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაკულტურის სამინისტრომ ანსამბლებს - „ურმულსა“ და „როკვას“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

კულტურის სამინისტრომ ანსამბლებს – „ურმულსა“ და „როკვას“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ანსამბლ „ურმულსა“ და ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“ საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.

სამინისტროს ინფორმაციით, ანსამბლ „ურმულს“ გადაეცა – ექვსი ხევსურული ჯუბა, ხოლო ანსამბლ „როკვას“ – 25 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი და 12 კომპლექტი სასცენო კაბა. კულტურის სამინისტრომ ზემოაღნიშნულისთვის 22 500 ლარი გამოყო. ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“.

„საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“ წარმატებით საქმიანობს და არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალზე მიაღწია წარმატებას:
1989 წელი – ცეკვის ფერხული „ქალებს ჩაუბამთ ფერხული“ (გრან-პრი);
1991 წელი – ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი (იტალია, ქ. ლაკვილა, გრან-პრი);
1995 წელი – ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი (თურქეთი, ქ. ბურსა, გრან-პრი);
2000 წელი – ხალხური შემოქმედებითი ოლიმპიადა (პირველი ადგილი);
2003 წელი – წინანდლის პრემია (პირველი ადგილი);
2019 წელი – ქ. ინეგოლის საერთაშორისო ცეკვის ფესტივალი (გრან-პრი);
2019 წელი – „სტუდენტური ფესტივალი 2019“ (კონკურსის გამარჯვებული – II ადგილი);
2013 წელი – ინეგოლის საერთაშორისო ცეკვის ფესტივალი (გრან-პრი).

ანსამბლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია უჩა დვალიშვილი (ქორეოგრაფი, პროფესორი, სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი).

კვინტეტი „ურმული“ შეიქმნა 90-იანი წლების ბოლოს (1993 წ.) გუნდის წევრები არიან: ნუგზარ-დავით ქავთარაძე – ხელმძღვანელი, ვლადიმირ (თამაზ) მამალაძე; დავით რატიანი; შალვა აბრამაშვილი; გელა ტაბაშიძე. ჯგუფს ასევე ჰყავს მოწვეული მუსიკოსები – დავით ჯაფარიძე (პერკუსია) და დავით ქავთარაძე (პერკუსია, სხვადასხვა ხალხური საკრავი). კვინტეტი წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჯგუფის რეპერტუარი მოიცავს ქართული ხალხური მუსიკის ნიმუშებსა და ხელმძღვანელის, ნუგზარ-დავით ქავთარაძის, საავტორო ნაწარმოებებს, რომლებიც დამუშავებული და არანჟირებულია სპეციალურად ჯგუფის შემადგენლობისთვის. „ურმულის“ კონცერტები გადაიცა გერმანიის რამდენიმე დიდი რადიოსადგურის საშუალებით; 2009 წელს ვარშავაში, პოლონური რადიო 2-ის ცნობილ საკონცერტო დარბაზში, გამართული სოლო კონცერტი ჩაიწერა და შეინახა ევროპის რადიოგაერთიანებების ოქროს ფონდში. ამჟამად კვინტეტ „ურმულს“ გამოშვებული აქვს შვიდი მუსიკალური ალბომი.

მაღალი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არსებული ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა. დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია. სწორედ ამიტომ კულტურის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოცხადდა პირველი ტენდერი. შედეგად 2022 წლის პირველ ნახევარში სასცენო სამოსი (70 კაბა და 277 ჩოხის კომპლექტი) შეიკერა 12 ანსამბლისა და ორი სოლისტისთვის. ეს ანსამბლებია: „ბერმუხა“, „ბასიანი“, „დიდგორი“, „სახიობა“, „ძირიანი“, „შილდა“, „ჩვენებურები“, „რიჰო“, „ერისიონი“, „რუსთავი“, „სუხიშვილები“ და მესტიის სალოტბარო სკოლა, ხოლო სოლისტები არიან ტრისტან სიხარულიძე და ლელა თათარაიძე.

იმავე წელს სამინისტრომ გამოყო 133 360 ლარი და კომპანია „ფაფანაკმა“ სასცენო სამოსი შეკერა კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლის: „შავნაბადას“, „ადილეის“, „იალონის“, „მარგალიტის“, „გურჯაანის“, „მთიების“, „სათანაოსა“ და ქ. ინეგოლის (თურქეთის რესპუბლიკა) ანსამბლისთვის. ეს ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია.

2023 წელს კულტურის სამინისტრომ ამავე კომპანიასთან გააფორმა 146 068 ლარი ღირებულების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ სასცენო სამოსი (117 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, ექვსი ხევსურული ჯუბა და 52 კაბის კომპლექტი) შეიკერა ათი ანსამბლისთვის, ესენია: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ა(ა)იპ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრი – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ა(ა)იპ „თუთარჩელა-2004“, ა(ა)იპ ანსამბლი „მე რუსთველი“, სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“, სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი, კვინტეტი „ურმული“ (ფიზიკური პირი ნუგზარ ქავთარაძე), სსიპ საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“, ა(ა)იპ სამეფო ნაციონალური ბალეტის დასი“, – აცხადებენ სამინისტროში.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

15 October, 2024
პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

ოქტომბერი 15, 2024
რადიო  “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

15 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ოქტომბერი 15, 2024
“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

15 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

13 ოქტომბერი 2024
სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ოქტომბერი 15, 2024
ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ოქტომბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები