#image_title

თბილის-ქალაქის ისტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – თბილისი SPA

პროფ. გიორგი ფხაკაძე
თბილის-ქალაქის ისტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, საუკუნეების განმავლობაში ხალხი იყენებდა მას აბანოების სახით.
30-იან წლებში ფიზიოთერაპევტის და კურორტოლოგის მიხეილ ზანდუკელის ხელმძღვანელობით შეიქმნა უნიკალური პროექტი, რომლის მიხედვითაც საკურორტო ტერიტორია კრწანისის სამთავრობო რეზიდენციამდე 3-4 კმ. უნდა ყოფილიყო გაშლილი, 1938 წ. ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. აქ მოღვაწე ექიმები წარმოადგენდა სამედიცინო პროფესურის ელიტას.

თანამედროვე კლასიკური მედიკამენტოზური მეთოდების გარდა, აქტიურად გამოიყენება ბუნებრივი რესურსები – სამედიცინო ტალახი, თერმული გოგირდოვანი წყლები – სრული პაკეტით. ამავე დროს სამედიცინო – სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, ჰორიზონტალური დაჭიმვები და ა.შ. ფუნქციონირებს წყლის აუზი ინვალიდების რეაბილიტაციისათვის. ჩვენებები – ნებისმიერი დაავადება ქრონიკულად მიმდინარე, მწვავე შემთხვევების და ონკოდაავადებების გარდა.

აქტიურად და კარგი შედეგით ვმკურნალობთ ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტებს, პერიფერიულ ნერვული სისტემის დაავადებებს და სხვადასხვა ძვალ-სახსროვან დაავადებებს (ოსტეოქონდროზი, რადიკულონეიროპათიები და ა.შ.)

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ვმკურნალობთ  ძვალ–სახსროვან, საჭმლის მომნელებელ, ცენტრალური ნერვული სისტემის, გინელოლოგიური, უროლოგიურ, პერიფერიული ნერვული სისტემის, ნივთიერენათა ცვლის, გულსისხლძარღვთა, ყელ–ყურ–ცხვირის, კანის დაავადებებს.

ამჟამად ცენტრი გთავაზობთ უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ფაქტორებს:

- Advertisement -
Ad imageAd image

მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს;

ვულკანური წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს;

თბილის — დეტალები

ფიზიოთერაპიას;

სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური, მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური;

ნევროლოგიური რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდთათვის.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცენტრში მიმდინარეობს მკურნალობა და რეაბილიტაცია კარდიოლოგიური, პერიფერიული ნევროლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებების.

თანამედროვე აპარატურით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბიოქიმიური, კლინიკურ ლაბორატორიული, რენდგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები. ეროვნული ცენტრი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილი სასწავლო ბაზას. ასევე ფუნქციონირებს სამასაჟო სკოლა.

ცენტრში დანერგილია თანამედროვე მკურნალობის მეთოდი – ჟანგბადის კოკტეილით, ნაწლავების ღრმა გამორეცხვა-ჰიდროკოლონოთერაპია.

დამატებითი ინფორმაცია

მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოდ ბუნებრივი გოგირდოვანი მინერალური წყლის, მარგალიტის, ტალახის აბაზანებით და ტალახის აპლიკაციებით, გაიკეთოთ წყალქვეშა მასაჟი, მიიღოთ შარკოს, ცირკულარული და აღმავალი შხაპი, გაიკეთოთ ჰიდროკოლონოთერაპია (ნაწლავების ღრმა გამორეცხვა), ჟანგბადის კოქტეილი, ჩაიტაროთ ფიზიოთერაპიული პროცედურები, ასევე გთავაზობთ სხვადასახვა სახის მასაჟს: მანუალური, პლანტარული, ტაილანდური, ანტიცელულიტური თაფლით, ყავით შოკოლადით.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  🏔 ნიამორები თუშეთის ეროვნულ პარკში

შენი დასვენება. (2026). თბილის-ქალაქის ისტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – თბილისი SPA. 1 მაისი, 2026. https://shenidasveneba.ge/თბილის-ქალაქის-ისტორია-ი/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. თბილის-ქალაქის ისტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – თბილისი SPA [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network