ვარძიის სამონასტრო კომპლექსი – გინახავთ, ასეთი სილამაზე?

პროფ. გიორგი ფხაკაძე

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალი, ასი მეტრის სიმაღლის კლდეში, ხუთასი მეტრის სიგრძეზე, მდებარეობს ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი – ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.

ვარძიის მონასტერი ცამეტ სართულადაა გამოკვეთილი სამფეროვანი კლდის შუა, – მოყავისფრო ფენაში, ხოლო ზედა, – მუქი რუხი ფენა თითქოს სახურავადაა გამოყენებული. საცხოვრებელი ოთახები და სათავსები სამხრეთიდან ჩრდილოეთით, კლდის ერთ ღერძზეა განლაგებული, რის გამოც მზისგან მაქსიმალური ბუნებრივი განათებითა და გათბობით არის უზრუნველყოფილი.

ვარძია მეთორმეტე საუკუნის კლდეში ნაკვეთ ქალაქს წარმოადგენს, რომელიც ასევე სამონასტრო კომპლექსსაც მოიცავს.  ქალაქის სახელი უკავშირდება თამარ მეფესა და მის მამას, გიორგი III–ს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ლეგენდა “აქ ვარ ძიას” თანახმად, მეფე გიორგის პატარა თამარი სანადიროდ წაუყვანია. თამაშით გართული პატარა თამარი, კი გამოქვაბულებში დაკარგულა. როდესაც მეფე და მონადირეები ეძებდნენ და ეძახდნენ “სად ხარ თამარ?” პატარა თამარმა უპასუხა: “აქ ვარ ძია!.” როდესაც ქალაქის გამოკვეთა დაიწყეს, სწორედ ამ ფრაზის ფონზე დაერქვა ადგილს ვარძია.

- Advertisement -
Ad imageAd image

ვარძიის — დეტალები

ქალაქის სრული მშენებლობა დაახლოებით 50 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და ჯამში, 365 ოთახს მოიცავდა. ვარძიას რამდენიმე ისტორიული პირი და მოვლენა უკავშირდება. მათ შორისაა იოანე შავთელის მოღვაწეობა და ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ქართულ საგანძეულთან ერთად.

საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასატრო კომპლექსში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ, ჯერ ტურისტული ბაზა, 1938 წელს კი – მუზეუმი დაარსდა.

1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი – გინახავთ, ასეთი სილამაზე? | შენი დასვენება ვარძიის სამონასტრო კომპლექსი – გინახავთ, ასეთი სილამაზე? | შენი დასვენება

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). ვარძიის სამონასტრო კომპლექსი – გინახავთ, ასეთი სილამაზე?. 11 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/ვარძიის-სამონასტრო-კომპლ/

READ  ყველაზე მონახულებადი 5 დაცული ტერიტორია: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი
სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი – გინახავთ, ასეთი სილამაზე? [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%9a/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network