ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„გირჩევთ, კარგად დაფიქრდით, ვიდრე ჟურნალისტობას აირჩევთ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, არასდროს უღალატოთ თქვენს...

„გირჩევთ, კარგად დაფიქრდით, ვიდრე ჟურნალისტობას აირჩევთ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, არასდროს უღალატოთ თქვენს არჩევანს და პროფესიას!“-ინტერვიუ ჟურნალისტ მაია მიშელაძესთან

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ️
გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ მაია მიშელაძესთან, რომელსაც ბეჭდურ მედიაში წერის მრავალწლიანი შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს:

– მაია, ბეჭდური მედიის ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ხართ – გვიამბეთ თქვენი ჟურნალისტური ისტორია…

– გმადლობთ, ამ რუბრიკაში მოწვევისთვის, მაგრამ „ყველაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი“ ხმამაღალი ნათქვამია. ჩემი ჟურნალისტური კარიერა 1991 წლის სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც 17 წლის ასაკში, გამომცემლობა „სამშობლოში“, გაზეთის „თბილისი“ კარი შევაღე. პირველი სტატიაც მახსოვს: „ქართველები შეარიგე, მერაბ!“

ბარიკადებით შუაზე გახლეჩილი რუსთაველის გამზირი წარმოიდგინეთ, თათია, ერთ მხარეს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები, მეორე მხარეს – ოპოზიცია. საკმაოდ რთული დრო იყო და ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სულ რაღაც სამიოდე თვეში, თბილისი ძმათამკვლელ ომში გაეხვეოდა… დაძაბულობას, დაპირისპირებას, არეულობას და ბარიკადებით გახლეჩილ რუსთაველს „გავექეცი“ მთაწმინდაზე, მერაბ კოსტავას საფლავზე და ქართველების შერიგება ვთხოვე – ეს იყო ჩემი სტატიის, უფრო ჟურნალისტური ჩანახატის შინაარსი.

ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემი ჩანახატი არა თუ დაიტოვეს რედაქციაში, არამედ, მაშინვე მითხრეს, რომ მეორე დღესვე დაბეჭდავდნენ. მეორე დღეს, ვიდრე გაზეთს ვიყიდდი, დილით, რადიოში წაიკითხეს ჩემი სტატია, რომელიც მთავარი ანუ გამხსნელი იყო. ხვდებით, ხომ, რა რეაქცია მექნებოდა? თან, ამ დროს, დამოუკიდებელი პრესა ჯერ კიდევ არ არსებობდა, 1992 წლიდან იღებს სათავეს, სულ რაღაც სამი-ოთხი გაზეთი გამოდიოდა, ორად ორი ტელევიზია იყო და ერთი რადიო, ძველისძველი, ხაზის რადიოს რომ ვეძახდით.

ამის შემდეგ, ჩემს კარიერაში ბევრი აღმასვლაც იყო და დაღმასვლაც, იმედგაცრუებაც, სასოწარკვეთაც, ტკივილიც, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, რომ იქ და იმ პროფესიაში ვიყავი, რომელიც თვითონ, დამოუკიდებლად, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ავირჩიე.

„გირჩევთ, კარგად დაფიქრდით, ვიდრე ჟურნალისტობას აირჩევთ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, არასდროს უღალატოთ თქვენს არჩევანს და პროფესიას!“-ინტერვიუ ჟურნალისტ მაია მიშელაძესთან

– რას ნიშნავს თქვენთვის ჟურნალისტიკა?

– ესაა ყოველდღიური ბრძოლა სხვისი უფლებების დასაცავად (ხანდახან, საკუთარი უფლებების დაცვაც გვიწევს, სამწუხაროდ) და ამ ბრძოლაში, ხშირად საკუთარი თავი, ოჯახი გვავიწყდება. თუმცა, ამ პროფესიის ხიბლიც ესაა – ზამბარასავით დაჭიმული ხართ გამუდმებით.

– რა არის თქვენთვის ფორმულა – როგორ უნდა დაუბრუნდეს ხალხი გაზეთს?

– მხოლოდ საინტერესო შინაარსით, თათია. იცით, რაზე ვოცნებობ? დილით, სამსახურში წასვლამდე, ჭიქა ყავასთან, გნებავთ, ჩაისთან ერთად, ადამიანი მისთვის საყვარელ, ან მის ამოჩემებულ გაზეთს კითხულობდეს. რა თქმა უნდა, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქას მედია საშუალებების გაციფრულებაც მოჰყვა, თუმცა ვიდრე „ნახვების“ რაოდენობაზე ვიქნებით ორიენტირებულები, უნდა შევეგუოთ იმ აზრსაც, რომ ამით მკითხველებს ვკარგავთ. არ ვიცი, ფორმულაა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, ციფრული მედიის საშუალებით, „მნახველები“ ნელ-ნელა „მკითხველებად“ უნდა ვაქციოთ. შესაძლოა, ვიღაცას გაეღიმოს ჩემს ოპტიმიზმზე, მაგრამ არ მჯერა, რომ წიგნები და გაზეთები წარსულს ჩაბარდა, პირიქით, მე მეღიმება მათზე, რომლებიც ასე ფიქრობენ.

– ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– მებრძოლი და ძლიერი ხასიათი, მოთმინების უნარი, მტკიცე ნებისყოფა.

– რას ნიშნავს, იყო მწერალი ჟურნალისტი? რითია განსაკუთრებული ბეჭდური ჟურნალისტიკა სხვა მედიასაშუალებებისგან?

– მწერალი ჟურნალისტი თავისი მიმართულების, მაგალითად, ეკონომიკის, პოლიტიკის, კრიმინალის, განათლების, კულტურის, სპორტის… სულ მცირე, პროფესიონალი უნდა იყოს. რატომ უნდა წავიკითხო თქვენი სტატია, თუ შემიძლია, იგივე ვნახო ტელევიზიით, ან მოვისმინო რადიოთი? – პასუხი მარტივია, თქვენ, როგორც მწერალმა ჟურნალისტმა, ამ ამბის საინტერესო ასპექტი უნდა შემომთავაზოთ. ხშირად, რამდენიმე წამიც საკმარისია, ამბის გასაგებად, თუმცა აუცილებელია მისი თხრობა სხვადასხვა რაკურსში და გაზეთი ამის საუკეთესო საშუალებაა. სინამდვილეში, ზუსტად ეს გამოარჩევს ბეჭდურ ჟურნალისტიკას სხვა მედიასაშუალებებისგან.

– ფიქრობთ, რომ წლების წინ, როცა პროფესიას ირჩევდით, სწორი არჩევანი გააკეთეთ?

– დიახ, სწორი არჩევანი გავაკეთე და არასდროს, თათია, ჩემი ცხოვრების არცერთ მძიმე ეტაპზე არ მინანია, რომ ეს პროფესია ავირჩიე. შეიძლება, პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ამ წლების მანძილზე, ბევრჯერ დავმარცხდი, ოღონდ ყოველმა მარცხმა, თუ ტკივილმა, საბოლოოდ, გამაძლიერა და თითოეული დაცემა ღირსეულად წამოდგომაში დამეხმარა.

– ურჩიეთ ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ, ამ პროფესიას გაჰყვნენ, რა არის ფუნდამენტური პრინციპი, რაც არასდროს უნდა დაივიწყონ?

– გირჩევთ, კარგად დაფიქრდით, ვიდრე ჟურნალისტობას აირჩევთ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, არასდროს უღალატოთ თქვენს არჩევანს და პროფესიას!

– გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს იმისთვის, რომ, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– ჩვენს უფროს კოლეგასთან, გოჩა მირცხულავასთან ინტერვიუში ვთქვი ადრე და თქვენც გეტყვით. არ ვიცი, ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი, მაგრამ მიყვარს და გამუდმებით ვიმეორებ, ხოლმე: იცით, რა საერთო აქვთ ბუზსა და პოლიტიკოსს? – ორივეს გაზეთი “კლავს”! ჰოდა, გულწრფელად მინდა, რომ გაზეთს მისი მთავარი ანუ პოლიტიკოსის „მკვლელის“ ფუნქცია დაუბრუნდეს!

ავტორი: თათია გოჩაძე

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
6 საუკეთესო ჟელატოს მისართმევი ადგილი იტალიაში

6 საუკეთესო ჟელატოს მისართმევი ადგილი იტალიაში

14 January, 2025
კატარაქტა – თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა

კატარაქტა – თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის დაქვეითებით გამოიხატება. გამომწვევი მიზეზი თვალის ბროლის შემღვრევაა

იანვარი 14, 2025
ხვიჩა კვარაცხელია “პარიზ სენ ჟერმენში” ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია “პარიზ სენ ჟერმენში” ითამაშებს

14 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
კურორტი “გოდერძი” პირველ ადგილზე ევროპის ზამთრის კურორტებში – რეიტინგს სამოგზაურო პლატფორმა “ევროპის საუკეთესო მიმართულებები” აქვეყნებს

კურორტი “გოდერძი” პირველ ადგილზე ევროპის ზამთრის კურორტებში – რეიტინგს სამოგზაურო პლატფორმა “ევროპის საუკეთესო მიმართულებები” აქვეყნებს

იანვარი 14, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

იანვარი 13, 2025
როგორ შევქმნათ რომანტიული საღამო, ფილმებთან ერთად

როგორ შევქმნათ რომანტიული საღამო, ფილმებთან ერთად

იანვარი 14, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
ორთაჭალაში აფეთქება მოხდა —  დაღუპულია 1 ადამიანი

ორთაჭალაში აფეთქება მოხდა — დაღუპულია 1 ადამიანი

იანვარი 14, 2025
გერმანული სტარტაპი Lilium დაიხურა — ელექტრო ტაქსის შექმნის ოცნება დასრულდა

გერმანული სტარტაპი Lilium დაიხურა — ელექტრო ტაქსის შექმნის ოცნება დასრულდა

იანვარი 14, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები