ბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმამ, TimeOut-მა მსოფლიოს ულამაზესი 16 პატარა ქალაქს დაასახელა. მსოფლიოში პოპულარულ ტურისტულ ქალაქებს შორის სტეფანწმინდაც მოხვდა.
„დახვეწილი, ჯადოსნური და ძალიან ლამაზი ადგილები – ნეპალის მთებიდან კალიფორნიის სანაპირომდე ამ ქალაქების სახით თქვენ დამალულ განძს იპოვით“, – წერს მოგზაური მწერალი ინდია-ჯეინ ტრაინორი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სტეფანწმინდა არის შორეული, ამავდროულად ისტორიულ ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს.
„სტეფანწმინდა, რომელიც ასევე ყაზბეგის სახელით არის ცნობილი, კავკასიის მთების ხეობაში მდებარეობს. სტეფანწმინდა პირდაპირ უყურებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილს, მე-14 საუკუნეში აგებულ გერგეტის სამების ტაძარს. ბორცვზე აშენებული ეკლესიის გადაღმა მყინვარწვერი მდებარეობს. ეს არის შორეული, ამავდროულად ისტორიული ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, დასახლება ძვ.წ. მე-6 საუკუნით თარიღდება.
სტეფანწმინდა იდეალური ადგილია, შეისწავლოთ ყაზბეგის ეროვნული პარკი, ჩანჩქერები, ცხელი წყაროები და გულის ფორმის ტბა“, – წერს სტატიის ავტორი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
SheniDasvemeba.ge. ბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმამ სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დაასახელა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%94/
shenidasveneba.ge
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi