შაბათი, სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეები„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში - ...

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში – ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი

ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) – დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მდებაორებს კახეთში, ქალაქ თელავში.

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს.

.ეს იყო კახთა მეფის რეზიდენცია XVII-XVIII საუკუნეებში. პირველად 1667 წელს არჩილ მეფემ აქ სასახლე, აბანო და კარის ეკლესია ააგო. ხოლო გალავანი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობები ერეკლე II-მ ააგო. სასახლე წარმოადგენს ერთ დიდ დარბაზს, რომელსაც 6 კვადრატული ფორმის ოთახი აკრავს. შეიძლება ითქვას რომ სასახლე წარმოადგენს ირანული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს.  ერეკლე II-მ სასახლე თავის რეზიდენციად აქცია და საზოგადოებაში დამკვიდრებულია როგორც ერეკლეს სასახლე. ციხის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს არქეოლოგიური მუზეუმი და ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო, სადაც არის გამოფენილი ქართველი და ევროპელი მხატვრების ფერწერული ტილოები.

“ბატონის ციხედ” ცნობილი სასახლე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლის კარის ეკლესია, აღმოსავლეთის კარი და აბანო არჩილ მეფის დროსაა აგებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კი ერეკლე მეორემ სასახლეს დიდი გალავანი შემოავლო, რომლის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს. მემატიანე პაპუნა ორბელიანის გადმოცემით, ერეკლე მეფეს თელავის გალავნის მშენებლობა დაუსრულებია 1753 წელს. ციხე გალავანს მთავარი დიდი კარის გარდა სხვა სათადარიგო შესასვლელებიც ჰქონია, ერთი სამხრეთით, ერთი ჩრდილოეთით. მეფე ერეკლეს კარის ეკლესია კი აგებულია 1758 წელს. გარდა ეკლესიისა, იგი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა, მას სახურავის ქვეშ მოწყობილი ჰქონია სათოფურები. ეკლესიიდან ათიოდე მეტრის მოშორებით იდგა დიდი ბურჯი, 14 მეტრის, რომლის მსგავსი საქართველოში არსადაა. ეს ბურჯი დარეჯან დედოფალმა ააშენებინა და XIX საუკუნის 40-იან წლებამდე აქ იდგა 8 მეტრის სიგრძის ზარბაზანი, რომელიც მუდამ მზად იყო მტრის მოსაგერიებლად.

სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახთა მეფის სასახლე XVII-XVIII ს.ს., მეფის კარის ეკლესიები X-XVIII ს.ს., ერეკლეს მიერ დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაშთები, მეფის აბანო – XVII ს., სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი – XVIII ს., აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები. მუზეუმში ასევე დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, მე-17-19 საუკუნეების სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღისა, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები. მათ შორის: XIXს-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.

მემატიანე პაპუნა ორბელიანის გადმოცემით, ერეკლე მეფეს თელავის გალავნის მშენებლობა დაუსრულებია 1753 წელს. ციხე გალავანს მთავარი დიდი კარის გარდა სხვა სათადარიგო შესასვლელებიც ჰქონია, ერთი სამხრეთით, ერთი ჩრდილოეთით. მეფე ერეკლეს კარის ეკლესია კი აგებულია 1758 წელს. გარდა ეკლესიისა, იგი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა, მას სახურავის ქვეშ მოწყობილი ჰქონია სათოფურები. ეკლესიიდან ათიოდე მეტრის მოშორებით იდგა დიდი ბურჯი, 14 მეტრის, რომლის მსგავსი საქართველოში არსადაა. ეს ბურჯი დარეჯან დედოფალმა ააშენებინა და XIX საუკუნის 40-იან წლებამდე აქ იდგა 8 მეტრის სიგრძის ზარბაზანი, რომელიც მუდამ მზად იყო მტრის მოსაგერიებლად.

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. ქალაქ თელავში მდებარე კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ  ძეგლს  წარმოადგენს.
ხუროთმოძღვრული კომპლექსის შემადგენლობაში შედის: კახთ მეფეთა სასახლე, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, არჩილის კარის ეკლესია, ციხის გალავანი, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი.

ერეკლე მეორის კარის ეკლესია გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან მდებარეობს. ექვთიმე თაყაიშვილის გამოკვლევით, ერეკლე მეორის კარის ეკლესია აშენებულია ერეკლეს მიერ 1753 წელს. დღესდღეობით, ეკლესია საგრძნობლად შეცვლილია. გადაკეთებულია დასავლეთის ნაწილი, სადაც მიდგმული აქვს დამატებით ახალი მასივი, რომელიც უფრო ვიწროა და დაბალი, ვიდრე პირველადი ნაგებობა. პირვანდელი ძველი ერეკლესეული ეკლესია აგურით არის ნაგები და იგი ჩვეულებრივ დარბაზულ, ერთნავიან შენობათა ტიპს მიეკუთვნება.
ყოველწლიურად, 7 ნოემბერს თელავში „თელავქალაქობა“ იგივე ერეკლეობა’ აღინიშნება.

ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II 1720 წლის 7 ნოემბერს, თელავში დაიბადა. 1762—1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე გახლდათ და თეიმურაზ II-ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI-ის ასული) შვილი იყო.

ქართველმა ხალხმა ერეკლე II-ს მოფერებით „პატარა კახი“ უწოდა, რომელსაც კახეთის სამეფო ტახტზე ასვლა აღმოსავლეთ საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდში მოუხდა და მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე ომებსა და მტრებთან ბრძოლაში გაატარა. არაერთი ქართველი და უცხოელი ისტორიკოსი შეეხო ერეკლე II-ს და მასზე ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა.

ერეკლე II-ის შესახებ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ისტორიული ცნობები, ხელნაწერები, პირადი წერილები, ერეკლეს სტამბის გამოცემები, მეფისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები და სხვა. ექსპონატები საქართველოსთვის განსაკუთრებული, ღვაწლმოსილი მეფის როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე პირად ცხოვრებას ასახავენ

რას ნახავთ ერეკლე მეორის სასახლეში

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

7 სექტემბერი 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები