#image_title

„ათი მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას Easyjet Traveller-ი ავრცელებს

პროფ. გიორგი ფხაკაძე

„ათი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას საქართველოს დედაქალაქის შესახებ ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში და წერს იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც მოხვდა თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში.

„საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რის გამოც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა.

თავისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და, ამავდროულად, ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით“, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 158-გვერდიან გამოცემაში საქართველოს დედაქალაქს ჟურნალის დასაწყისში 3-გვერდიანი სტატია ეთმობა და მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა რვა ათას წელს ითვლის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

easyJet-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით, ჯამურად, კვირაში ექვსი სიხშირით შეასრულებს.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). „ათი მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას Easyjet Traveller-ი ავრცელებს. 14 თებერვალი, 2025. https://shenidasveneba.ge/ათი-მიზეზი-რატომ-უნდა-შე/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. „ათი მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – საქართველოს დედაქალაქის შესახებ სტატიას Easyjet Traveller-ი ავრცელებს [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network