ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბები„ვცდილობ, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ვასახელო, ჩემს კოლეგებს გავუზიარე საქართველოში...“

„ვცდილობ, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ვასახელო, ჩემს კოლეგებს გავუზიარე საქართველოში…“

კონფერენცია ჩატარდა ბერლინში.

მსოფლიო ჯანდაცვის სამიტი ყოველწლურად იმართება გერმანიის დედაქალაქში.

შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძეც დაესწრო.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ბერლინში. მსოფლიო ჯანდაცვის სამიტი ყოველწლიურად იმართება გერმანიის დედაქალაქში.

მე პატივი მაქვს წარვადგინო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ძირითადად საუბარი ეხებოდა შემდეგ საკითხებს, – გლობალური ჯანდაცვა, გლობალური საკითხები, ასევე როგორ მოვაგვაროთ ის პრობლემები და გამოწვევები, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, გამოწვევები დაკავშირებულია ჯანდაცვის სფეროსთან.

„გამოწვევები დაკავშირებულია ჯანდაცვის სფეროსთან, თუ როგორ უნდა იყოს განვითარება, წამლებისა და ვაქცინების ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგიები, რომლებიც არის წამლებთან და ვაქცინებთან დაკავშირებული, ზუსტად ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც არის, მაგალითად, საქართველო.

მდიდარ ქვეყნებში ეს პრობლემა არ არის. სხვადასხვა ჯგუფები და ორგანიზაციები ამ საკითხებზე მსჯელობენ“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე „შარიტეს“ ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, „შარიტეს“ ჰოსპიტალი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო კლინიკა ევროპაში.

„მქონდა პატივი და ვეწვიე „შარიტეს“ ჰოსპიტალს. ეს იყო დიდი დაუვიწყარი გამოცდილება. „შარიტეს“ ჰოსპიტალი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო კლინიკა ევროპაში, უმაღლესი სტანდრატების, უმაღლესი დონის…

„შარიტეს“ ჰოსპიტალი ასევე არის მსოფლიო ჯანდაცვის ფორუმის ერთ-ერთი მხარდამჭერი, თანაორგანიზატორი.

ძალიან დიდი პატივია, რომ გვაქვს საშუალება, გავიზიაროთ მოსაზრებები ძლიერი კოლეგებისგან“, – გან აცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ჭირდება ძალიან ბევრი რეფორმა.

„ჩვენს ქვეყანას ჭირდება ძალიან ბევრი რეფორმა და ეს რეფორმები ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანებზე, წამლებისა და ვაქცინების ხელმისავწდომობაზე. ასევე ხარისხზე. უხარისხო ჯანდაცვას, სჯობს, საერთოდ არ გქონდეს.

ძალიან რთული და ძალიან ძვირია, ძალიან გრძელვადიანი პროცესია. ამ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, ბევრი რესურსია ჩადებული.

უწვეტი განათლების სისტემა საქართველოში არის გასაძლიერებელი, ასევე სამედიცინო განათლების რეფორმა.

ვცდილობ, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ვასახელო.

ჩემს კოლეგებს გავუზიარე საქართველოში მიმდინარე სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის შესახებ ინფორმაცია, რომ 15 სამედიცინო დაწესებულებამ გაიარა აკრედიტაციის პროცესი და უშუალოდ მე ვარ ამ პროცესში ჩართული.

აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:

მედცენტრი / MedCenter ბათუმი

სოლომედი / SoloMed ბათუმი

Consilium Medulla • კონსილიუმ მედულა

�Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem

HERA 2011

ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო / Tbilisi Central Hospital

Innova Medical Center

Innova Invitro/ინოვა ინვიტრო

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო

ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+

გიორგი ფხაკაძე, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

მარტი 20, 2025
წყალი მთელი დღით შეწყდება – GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

წყალი მთელი დღით შეწყდება – GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

20 მარტი 2025
იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

მარტი 19, 2025
როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

მარტი 20, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

მარტი 20, 2025
საგაზაფხულო სახის ნიღაბი სეზონური ხილისგან

საგაზაფხულო სახის ნიღაბი სეზონური ხილისგან

მარტი 20, 2025
9 თვის შემდეგ დედამიწაზე: ასტრონავტების დაბრუნება კოსმოსური მისიის შემდეგ

9 თვის შემდეგ დედამიწაზე: ასტრონავტების დაბრუნება კოსმოსური მისიის შემდეგ

19 მარტი 2025
თბილისში გოლიათი ბავშვი დაიბადა

თბილისში გოლიათი ბავშვი დაიბადა

მარტი 20, 2025
როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე

მარტი 20, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები