პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურალევილში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ანსამბლებმა „ბასიანი“ და „რუსთავი“ ქართული საგალობლები შეასრულეს

ლევილში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ანსამბლებმა „ბასიანი“ და „რუსთავი“ ქართული საგალობლები შეასრულეს

ლევილში ქართული ფესტივალის პარალელურად სხვა ღონისძიებებიც იმართება. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში ანსამბლებმა „ბასიანმა“ და „რუსთავმა“ ქართული საგალობლები შეასრულეს და ეროვნული ფოლკლორის ნიმუშები წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო „ბასიანისა“ და „რუსთავის“ ერთად შესრულებული ,,მრავალჟამიერი”.

საგულისხმოა, რომ ქართული საგალობლები და ხალხური სიმღერები სწორედ ლევილის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში შესრულდა, რადგან ტაძარს ლევილში მცხოვრებ ქართველებთან მნიშვნელოვანი ისტორია აკავშირებს. გარდა იმისა, რომ ამ ტაძარში იმართებოდა ლევილის შატოში შეფარებული ქართული ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი საზეიმო თუ სამგლოვიარო ღონისძიებები, ლევილის მამულის მკვიდრისა და მმართველის, მამია ბერიშვილის, მეუღლის – კრისტიან ლეკლერკის, ინიციატივით, ტაძრის ულამაზესი ვიტრაჟები ქართველმა ოსტატმა, ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელმა გივი მელიავამ დაამზადა.

ეკლესიის ვიტრაჟები მეტისმეტად იყო დაზიანებული და მათ აუცილებლად სჭირდებოდა განახლება. 1961 წელს კრისტიან ლეკლერკს ვიტრაჟების დამზადებისთვის თანხის მოსაძიებლად გაუჩნდა იდეა, ლევილის მამულის პარკში დაბის მკვიდრთა სამრევლო დღესასწაული გაემართათ. ამ ინიციატივას სამრევლო უმალვე დათანხმდა. ლევილის მამულში გამართულმა დღესასწაულმა წარმატებით ჩაიარა და შემოსული თანხით ეკლესიისთვის ახალი ვიტრაჟები დამზადდა. 1961 წლიდან მოყოლებული, სამრევლო ზეიმი, რომელსაც დღეს „ალუბლების დღესასწაულს“ უწოდებენ, ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად იმართება ქართველთა მამულის პარკში 24 ივნისს – კათოლიკური კალენდრით წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს.

შეგახსენებთ: ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართულ ფესტივალში მონაწილეობდნენ ანსამბლები „ბასიანი“ და „რუსთავი“. ისინი აუდიტორიის წინაშე მეორე კვირის საფესტივალო ღონისძიებებზე წარდგნენ. გარდა ამისა, ფესტივალის მეორე კვირას გაიმართა შეხვედრები წარმატებულ ქართველ ფეხბურთელებთან (გიორგი ლომაია, გიორგი ნავალოვსკი, დავით სირაძე); ჩატარდა ტიხრული მინანქრის ოსტატის, სოფიო მუშკუდიანის, მასტერკლასი და გაიმართა მისი ნამუშევრების გამოფენა; საზოგადოების წინაშე წარდგნენ ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.

ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით 24 მაისიდან 14 ივლისამდე ლევილის ისტორიულ მამულში საზოგადოებას ქართული ფესტივალის კულტურული და სპორტული ღონისძიებები ელოდება. ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას იმართება და მათზე დასწრება თავისუფალია.

ქართულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ლევილში სხვადასხვა დროს 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება. ფესტივალში მონაწილეობენ: კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, შემოქმედებითი ჯგუფები.

წელს ფესტივალი მოიცავს არაერთ სპორტულ აქტივობას; ასევე, ღონისძიებებში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა

ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა

იანვარი 17, 2025
შელოცვა გოგონებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ თავიანთი მონათესავე სული

შელოცვა გოგონებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ თავიანთი მონათესავე სული

17 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

იანვარი 17, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები