ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„გეყოთ ფულის ჭამა და კინკლაობა! -გითხარით, ნუ იქნებით მკვლელები-მეთქი!“ – გიორგი ფხაკაძის...

„გეყოთ ფულის ჭამა და კინკლაობა! -გითხარით, ნუ იქნებით მკვლელები-მეთქი!“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

15/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„ქუთაისში, ჩემს ქალაქში – მე არ მახსოვს, ოდესმე ამდენი ხალხი გამოსულიყოს. ეს ძალიან დასაფიქრებელია. როცა საზოგადოება რამეს ითხოვს, უნდა მოუსმინონ… ვინც საზოგადოებას არ უსმენს, ყოველთვის აგებს. დიალოგიც, მოლაპარაკებაც და დათმობაც უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, მოსახლეობასთან ხისტი ურთიერთობა ყველას აზარალებს.

მე ძირძველი ქუთაისელი ვარ, გეუბნებით, როგორც წესი, ქუთაისელები მიტინგზე არ დადიან. ასეთ ქალაქში ამდენი ხალხი რომ გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე არ არის მარტივად. ის, რაც ქუთაისში ხდება, დასასრულის დასაწყისია.


სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს!


თქვენ თუ გგონიათ, კაბინეტებში რაიმეს მოაგვარებთ, ძალიან ცდებით, თქვენ აცდენილი ხართ რეალობას. ქვეყანა დუღს, ჭკვიანი ხელისუფალი უნდა გრძნობდეს, რა ტკივა მოსახლეობას, უნდა მოუსმინოს ხალხს, უნდა გააკეთო არა ის, რაშიც ფულს მოტეხავ, არამედ ის, რაც ხალხს სჭირდება….იმიტომ, რომ ბოლოს მაინც არ შეგრჩება;
ქუთაისელის მიტინგზე გამოყვანა, – ეს არის „განგაშის ზარი“. მე ხელისუფლების ადგილზე ახლა ყველას დავუძახებდი კონსულტაციებისთვის, ეშმაკსაც კი დავუძახებდი რჩევისთვის, ოღონდ გამოსავალი მეპოვა.


არავითარი ძალის გამოყენება! ძალას მოჰყვება უფრო ძლიერი ძალა, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა სიმშვიდე და ქვეყნის აშენება.


ამ თემასთან დაკავშირებით მე ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ჩემი სფერო ჯანდაცვაა, მაგრამ ქართველი ვარ და საქართველო მტკივა, ამიტომაც მოვლენებისადმი ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. დეტალებში არ ჩავალ, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ არაპროფესიონალიზმი და კორუფცია რომ არის ყველგან, ამის შედეგია ის, რაც დღეს ხდება. ასეა არა მარტო ჯანდაცვაში, არამედ ყველა სფეროში.



პოლიტიკოსებო, ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევას რომ გადაყევით, ეკთილი ინებეთ, ახლა ყველაფერი გვერდზე გადადეთ, დასხედით ერთ ოთახში და მიიღეთ გონიერი გადაწყვეტილება. ქვეყანას არეულობა არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის აშენება. ქვეყანაა მისახედი, დასხედით და მოაგვარეთ მოსაგვარებელი! იფიქრეთ, მოილაპარაკეთ, გამოდით და გამოაცხადეთ, – რასაც გააკეთებთ. არ უნდა ამას 20 და 30 რაუნდი, – იმოქმედეთ! ქვეყანას სჭირდება ერთობა. ყველა ვინც არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, ასე უნდა მოიქცეს.

ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსეთი და კორონავირუსი! სხვა მტერი საქართველოში არ არის და მტრის ხატებს ხელოვნურად ნუ ქმნით!
ხალხი თუ გამოვიდა, უნდა მოუსმინოთ! ამას ქვია ანგარიშვალდებულება!
ქვეყანა გვაქვს ერთი, ქვეყანა ინგრევა, უნდა მივხედოთ. გეყოთ ფულის ჭამა და კინკლაობა!


სიახლეები ვაქცინებზე.
მე შეგპირდით, ცუდსაც და კარგსაც, მაშინვე შეგატყობინებდით, ამჯერად ცუდი ამბებია.
„ჯონსონი და ჯონსონზე“ დიდ იმედებს ამყარებდნენ, ბევრი პლიუსი ჰქონდა (იყო ერთდოზიანი, არ სჭირდებოდა დიდი სიმძლავრის მაცივრები), სამწუხაროდ, გამოვლენილი პრობლემების გამო კომპანიამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა. კომპანია პასუხისმგებლიანად მოიქცა, გამოიკვლევენ მიზეზებს, პრობლემა თუ არ დადასტურდა, წარმოება გაგრძელდება, თუ არადა – საერთოდ შეჩერდება!


რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, დღეს დანიამ ის საბოლოოდ შეაჩერა იმავე მიზეზით, რაც ჯონსონი და ჯონსონის შემთხვევაში მოხდა. ორივე ვაქცინა არის ერთი ტიპის, ერთი მეთოდოლოგიის. ასტრაზენეკა გამოიყენება საფრანგეთში და კანადაში (55 წლის ზემოთ, გერმანიაში – 60 წლის ზემოთ);
ბოლო კვლევებით, ასტრაზენეკა შედარებით კარგად მუშაობს ხანდაზმულებში, – 60 წლის ზემოთ, განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში.
არავინ გაბედოს, ანტივაქსერობა დამაბრალოს. რაც მე ცოდნა, ენერგია, გამოცდილება მაქვს ჩადებული ვაქცინების პოპულარიზაციასა და ეფექტურ მართვაში, შემედარონ ზოგიერთები. უბრალოდ, მე ვამბობ იმას, რაც არის უახლესი ინფორმაცია და რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს;
კიდევ ერთხელ განვმარტავ:
– მე ვარ ვაქცინაციის ყველაზე დიდი მომხრე, მაგრამ მომხრე ვარ პროცესის მხოლოდ გონივრულად წარმოების. ვაქცინაციის პროცესი არის არის რთული და საპასუხისმგებლო მთელი მექანიზმი. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, ნებაყოფლობით და უსაფრთხო. ადამიანებს უნდა მისცენ ყველანაირი ინფორმაცია, თავი რომ იგრძნონ უსაფრთხოდ.
ვაქცინას, როგორც ყველა წამალს, უნდა ჰქონდეს ერთი ფუნქცია, – მოგვცეს შედეგი და ასევე, როგორც ყველა წამალს, ვაქცინასაც აქვს უკუჩვენება. ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს!
მინდა იყოთ დაცული და ინფორმირებული. ძალა არის ცოდნაში, ძალა არის ინფორმაციაში. როცა თქვენ გაქვთ სწორი ინფორმაცია, შეგიძლიათ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება!
რაც შეეხება ჩინურ და რუსულ ვაქცინებს, მათთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვებია. ათობით მილიონ ადამიანს გაუკეთეს და ვითომ არავის არაფერი გვერდითი მოვლენა არ გამოუვლინდა. ეს არის აბსურდი!
კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი არის პირბადე და წესების დაცვა. არ დაგავიწყდეთ ოქროს წესი, – დისტანცია 2 მეტრი, ხელების დაბანა და სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან.
ახლა კიდევ ერთხელ მივმართავ პოლიტიკოსებს, მთავრობას – ჯერ კიდევ იანვარში გითხარით, თან ცუდაც გითხარით, ნუ იქნებით მკვლელები-მეთქი! კოვიდის გამო დღეში 10 ადამიანი მაინც იღუპება. ანუ თვეში 300 ოჯახში შედის სიკვდილი. ეს არის რეალური, ყოველდღიური ომი. იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაზე დიდი პრობლემის მოგვარებაზე იფიქრონ, კეკლუცობენ, რა დროს კეკლუცობაა. იპოვეთ კონსენუსი და მიხედეთ რეალურ საქმეს!
ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ყველას ერთად!
ახლა მოუწოდებენ, – პირბადეები გაიკეთეთო, ის პირბადე ლარნახევარი და ორი ლარი ღირდა ცოტა ხნის წინ, როგორ უნდა ეყიდა ხალხს? გახსოვთ, რამდენი ვიომე და ფასი 14-20 თეთრამდე როგორ დავწიეთ ხალხის ჩართულობით?!


ნოემბრიდან იმიტომ დავიწყე პირბადეებზე კივილი, რომ პირბადე არის ერთადერთი რეალური გზა ამ ვირუსის შესაჩერებლად!


მწერენ, მეუბნებიან, – ჩამოდი საქართველოშიო. კარგი, მაგრამ მინისტრადაც რომ დამნიშნონ, საქმეს გამაკეთებინებენ? ლამის 3000 კაცი გასაყრელია, მე არაპროფესიონალებთან ეერ ვიმუშავებ!


საქართველოში არიან ძალიან კარგი ექიმები, ექთნები და სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სოეციალისტები, მაგრამ მათ გასაქანს არ აძლევენ. საუკეთესო განათლების მქონე ადამიანები სამსახურს ვერ შოულობენ, და ვიღაცეების არა პროფსეიონალი ბიძაშვილ-მამიდაშვილ-საყვარლებითააა გამოტენილი კაბინეტები.
საქართველოს ეკონომიკა დიდხანს ასე ვერ გასტანს. ივლისში ხაზინაში ფული აღარ იქნება. გონივრული რეგულაციებით უნდა ამუშავდეს ქვეყანა, ბიზნესი, ეკონომიკა, ოღონდ გონივრული რეგულაციებით და სწორი მენეჯმენტით!


ჩვენ ყველამ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, უნდა ვაკეთოთ ყველამ ის, რაც ვიცით და რაც შეგვიძლია! ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის სამშობლოს სიყვარული;
რაც შეეხება საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივას – პროცესი მიდის ძალიან კარგად, უკვე 25 ორგანიზაცია ჩაერთო, მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან! ჩვენ გვექნება არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა ქვეყანაში! – გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

26 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები