შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაკრედიტაციაგანიხილეს აკრედიტაციასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესები და გადასცეს სერთიფიკატები

განიხილეს აკრედიტაციასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესები და გადასცეს სერთიფიკატები

17/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფებოდა.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.

მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.

მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცდინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.

2023 წლის ბოლომდე მათ დოკუმენტაციის გადაგზავნის პირველი ეტაპის ვადა ეწურებათ. ყველა სამედიცინო დაწესებულება მზადების აქტიურ ფაზაშია.

როგორია კრიტერიუმები და რას შეცვლის აკრედიტაციის ამ წესის შემოღება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში?

პაციენტსა და თანამშრომელზე ორიენტირება, უსაფრთხოება, ხარისხისა და კლინიკური რისკის მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ბოლოს კი ხელმძღვანელობის პრაქტიკა, ეს ის კრიტერიუმებია, როლმლითაც მსოფლიოში მოქმედი ყველა კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას გადის.

მთავრობის დადგენილებით, ამ აკრედიტაციის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა საავადმყოფოსთვის სავალდებულო ხდება.

2023 წლის ბოლომდე კლინიკებს პირველი ეტაპის ბოლო ვადა აქვთ. ამ ხნის განმავლობაში მათ აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა მოასწრონ.

„მაქსიმალურად ვცდილობ, თქვენამდე მოვიდეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება ჯანდაცვის კუთხით, თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ასევე ვცდილობ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის თქვენთვის ხელმისაწვდომ ენაზე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

11 ოქტომბერს „ვივო მედიქალ ჯგუფის“ კლინიკებში კანადის აკრედიტაციის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლების კიდევ ერთი ვიზიტი განხორციელდა.

კატერინა ტარასოვა, აკრედიტაცია კანადას აღმასრულებელი დირექტორი და იულია შერბინა, აკრედიტაცია კანადას ევროპის ხელმძღვანელი, პროფესორ გიორგი ფხაკაძესთან (აკრედიტაცია კანადის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) ერთად შეხვდნენ კლინიკის თანამშრომლებს, განიხილეს აკრედიტაციასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესები და გადასცეს სწავლების დამადასტურებელი სერთიფიკატები

სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

„ეს კლინიკები გადიან საერთაშორისო აკრედიტაციას აკრედიტაცია კანადას დახმარებით. „Accreditation Canada“ – ის აღმასრულებელმა დირექტორმა და წარმომადგენლებმა აკრედიტაციის პროცესში ჩართულ კლინიკების სამედიცინო პერსონალსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი საქართველოში მიდის ძალიან კარგად.

„საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი საქართველოში მიდის ძალიან კარგად.

ეს არის ყველას წარმატება.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროცესით.“, -განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C

 
 


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

21 თებერვალი 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

თებერვალი 22, 2025
ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

თებერვალი 22, 2025
განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

22 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები