სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიAccreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

23/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.


მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.


ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.


კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.


შეთანხმების ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები სამედიცინო მომსახურების ხარისხს, კლინიკებში არსებულ პროცესებს და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას შეაფასებენ – “ეი სი” წარმოადგენს არაკომერციულ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს, რომელიც 60 წელზე მეტია მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.


აკრედიტაცია კანადა ერთერთია იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლის გაცემულ აკრედიტაციას აღიარებს საქართველოს მთავრობა.


ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელდება კლინიკებში არსებული სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკაში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის სტანდარტებთან.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოში ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელი წარმომადგენლობა. ჩვენ ახლა ვამზადებთ ქართველ ექსპერტებს, რომლებიც დაეხმარებიან სამედიცინო დაწესებულებებს, გაიარონ აკრედიტაციის პროცესი.


ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს, რომ სერტიფიკატი წარდგენილი უნდა იყოს 2025 წლის იანვარში, პრაქტიკულად პროცესი 2024 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, რადგანაც საავადმყოფო მომზადებული უნდა იყოს უკვე აკრედიტაციისათვის“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ფხაკაძემ.


კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ Accreditation Canada (AC) ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებთან: სამედიცინო ცენტრი „ინოვა, ინოვა ინვიტრო “, ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი”, „ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი” და „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის ანალიზი,


ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კლინიკების გუნდი აქტიურად იმუშავებს Accreditation Canada-ს Qmentum International™ პროგრამის ფარგლებში. შედეგად მათ მიენიჭებათ ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც პაციენტებისთვის ქმნის უსაფრთხო, ეფექტიანი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გარანტიას.


Accreditation Canada (AC) წარმოადგენს არაკომერციულ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას, რომელიც 60 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებულ ორგანიზაციებს და სამედიცინო დაწესებულებებს მომსახურების ხარისხისა და პაციენტების უსაფრთხოების დონის შეფასებასა და მის გაუმჯობესებაში.


„ვივო მედიქალ ჯგუფში შემავალი სამედიცინო ცენტრები:“სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო “, „ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, „ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“ და „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ წარმოადგენენ ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებს, რომლებიც სრულად პასუხობენ საერთაშორისო სტანდარტებს და განაგრძობენ მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის რათა გახდნენ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები ქვეყნის მასშტაბით.


აღნიშნული თანამშრომლობა გაამყარებს ჩვენი სამედიცინო დაწესებულებების და მთლიანად ქართული ჯანდაცვის სექტორის რეპუტაციას და ხარისხთან შესაბამისობას ჯანდაცვის მსოფლიო რუკაზე და რაც ყველაზე მთავარია ეს პროცესები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს პაციენტებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები“, – აღნიშნა ვივო მედიქალ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი ყიფიანმა.


VIVO Medical Group – ი წარმოადგენს სამედიცინო ცენტრების ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს წამყვან კლინიკებს საქართველოში.



რომელ კლინიკებს მოიცავს ეს თანამშრომლობა?



აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


ლინკი:


https://www.accreditation.ge/post/%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%96%E1%83%94-11-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98



ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” აღმასრულებელ დირექტორთან კატერინა ტარასოვასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.


ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%AF%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C?fbclid=IwAR3ljpIXPSSGBrJMMWETa3SNFUwRMCAcrGympxZNtpsOJpn3KWsTZ95FOhE



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

2 December, 2024
ახალი კვლევა – თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება

ახალი კვლევა – თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება

დეკემბერი 3, 2024
რა არის ცნობილი 22 წლის ბიჭზე, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა

რა არის ცნობილი 22 წლის ბიჭზე, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა

3 დეკემბერი 2024
ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

დეკემბერი 3, 2024
თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

დეკემბერი 2, 2024
XVIII- XIX საუკუნეების ტფილისი: ძველი ქალაქის ჩანახატები

XVIII- XIX საუკუნეების ტფილისი: ძველი ქალაქის ჩანახატები

3 დეკემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

დეკემბერი 2, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

3 დეკემბერი 2024
გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის სოლო კონცერტი — In My Room

გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის სოლო კონცერტი — In My Room

დეკემბერი 2, 2024
საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები