ზამთარი წლის ერთ-ერთი ლამაზი სეზონია. საქართველოს თითოეულ რეგიონში ზამთარი განსხვავებულია.
საქართველოში ზამთარი უკვე დადგა და მაღალმთიანმა რეგიონებმა თეთრი სამოსი ჩაიცვა. ქვეყნის პოპულარული სამთო-სათხილამურო მიმართულებები – გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, ასევე მესტია-ჰაწვალი და თეთნულდი – ეტაპობრივად იწყებენ სეზონს და ტურისტების მიღებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.
გირჩევთ 5 საუკეთესო ადგილს, რომლებიც ყინულისა და თოვლის ხიბლში განსაკუთრებულად ლამაზი და აუცილებლად სანახავია, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდებათ
ჯუთა
ჯუთა – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი დასახლებული სოფელია.
ჯუთა (ხევი, ყაზბეგი) – სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
ზღვის დონიდან 2200-2260 მეტრის შუალედშია, რის გამოც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი დასახლებული სოფელია.
სოფელს ულამაზესი ჭაუხები გადმოჰყურებს და მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
აქვეა ჩანჩქერი და ტბა, საიდანაც ჭაუხები შთამბეჭდავად ირეკლება.
ჯუთა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე გამორჩეული ლოკაციაა და ის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილია კავკასიაში. მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე ამ ადგილს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს, რომლებიც აღნიშნული მოგზაურობიდან გასაოცარი შთაბეჭდილებებითა და დაუვიწყარი ემოციებით ბრუნდებიან.
ეს მაღალი მთის სოფელი ზაფხულშიც პოპულარულია, თუმცა ზამთარში საოცარ, თითქმის ზღაპრულ სურათებად იქცევა. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე განთავსებული ჯუთა თოვლში ჩაფლული მკაცრი ქედებით მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. მოსახლეობა მცირეა, რის გამოც ზამთარში აქ სრული სიმშვიდე სუფევს.
მარტყოფის ღვთისმშობლის მონასტერი
მარტყოფის ღვთაების მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ მარტყოფის მახლობლად, იალნოს ქედზე
თბილისის აღმოსავლეთით, დაახლოებით 25–27 კმ-ში, მონასტერი VI საუკუნისაა და ერთ-ერთი ასურელი მამის — ანტონ მარტყვოფელის — სახელთან არის დაკავშირებული. საუკუნეების განმავლობაში მონასტერს რთული ბედი ჰქონდა: საბჭოთა პერიოდში ფუნქცია რამდენჯერმე შეეცვალა, ხოლო 1989 წელს, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მონასტრული ცხოვრება კვლავ აღდგა. ეს ადგილი ზამთარშიც საოცარი სიმყუდროვით გამოირჩევა.

ხულო
ხულო ბუნების სილამაზითა და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლებით გამორჩეული მუნიციპალიტეტია აჭარაში.
მისი ტერიტორია ვრცელდება ზღვის დონიდან 400-1007 მეტრის ფარგლებში.
ხულოს ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხულო. არსიანისა და მესხეთის ქედების კალთ ებზე მდებარე ხულო, გამოირჩევა მთა-გორიანობით. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ხულოში ყველაზე მაღალი მწვერვალი სახელად ყანლის მთის სიმაღლე 3007 მეტრია.
ლაშქრობისთვის და ბუნებით ტკბობისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია აჭარის რეგიონში.
ხულო გამოირჩევა მისი ბუნების სილამაზითა და კულტურულ- ისტორიული ძეგლებით. აქ შეგიძლია მოინახულო ტბები, ჩანჩქერები და ულამაზესი მთები. Ამავდროულად შეგიძლია ეწვიო, XII საუკუნის უძველეს ტაძარს სხალთის მონასტერს, რომელიც გამორჩეულია მისი ისტორიით, არქიტექტურით და უძველესი ფრესკებით.
აჭარაში და კერძოდ ხულოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მწვანე ტბა და შუამთის ტბები. მწვანე ტბა შესანიშნავი ადგილია კემპინგისთვის, ლაშქრობისთვის, წყლის ველოსიპედით გასეირნებისთვისა და პიკნიკისათვის. იგი მდებარეობს გოდერძის უღელტეხილთან 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2058 მეტრ სიმაღლეზე.
ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტი გოდერძი.
რატომ გოდერძი? – კურორტი გოდერძი აჭარის ყველაზე ლამაზი და მაღალ მთიანი ადგილი. სამთო-სათხილამურო კურორტი მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს.
სამთო აქტივობის მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილია. გიყვართ სრიალი, ბევრი თოვლი, მყუდრო ადგილი? – კურორტი გოდერძი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებითა და სუფთა ჰაერით.
აჭარაში სტუმრები უმეტესად ზაფხულს უკავშირებენ, თუმცა ზამთარში აქ სხვა სილამაზეა. სათხილამურო კურორტ გოდერძის გარდა, თოვლში გახვეული ხულო განსაკუთრებული ემოციებით ხიბლავს. იგი აჭარისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 900-მეტრიან სიმაღლეზე მდებარეობს. როგორც ისტორიული ცნობები მიუთითებს, ხულო შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო.

მესტია
მესტია სწორედ აქ მდებარეობს. ქალაქი წლის ნებისმიერ დროს ულამაზესია. ეს კავკასიაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია.
ეს ულამაზესი კუთხე – მესტია საუკეთესო არჩევანია თქვენი შვებულებისთვის. ზამთარში, მესტიაში ყოველთვის არის დიდი თოვლი, რაც კურორტს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულებად აქცევს.
მესტიის რაიონულ ცენტრში მდებარეობს მუზეუმი, სადაც ინახება უძველესი საგანძური – ჭედური ხელოვნების ნიმუშები და ხელნაწერები, რომელთა ასაკიც ათ საუკუნეს აღემატება.
მესტიიდან სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი ახლოს მდებარეობს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისრიალოთ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელ სათხილამურო ტრასაზე, თეთნულდზე.
სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრია, ხოლო მინიმალური 1868 მეტრი. ჰაწვალს მესტიასთან აკავშირებს როგორც მოასფალტებული სამანქანო გზა, ისე 6 ადგილიანი საბაგირო.
სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში. სათხილამურო ტრასის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 3160 მეტრია, ხოლო მინიმალური 2260 მეტრი.

თუშეთი
თუშეთი – იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ
გიყვართ ექსტრიმი? გსურთ, ნახოთ ულამაზესი ბუნება და საოცარი ხედები, გაეცნოთ მთის ტრადიციებს, მიირთვათ დამბალ-ხაჭო და ხაჭო-ერბო, ეზიაროთ ყველაზე ვრცელი დაცული ტერიტორიის მშვენიერებას?
სალაშქროდ აღიჭურვეთ და თუშეთისკენ გაუდექით გზას. ეს არის მხარე, რომელიც ყველა სურვილს აგისრულებთ და იმაზე მეტსაც მოგცემთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.


