#image_title

ოქროპილაურის ციხე – აგებულია მდინარეების ჩირუხისწყლისა  და ტბეთისწყლის შესართავთან, მარცხენა მხარეს, შემაღლებულ კლდოვან მასივზე

პროფ. გიორგი ფხაკაძე

 ოქროპილაურის ციხე მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში. აგებულია მდინარეების ჩირუხისწყლისა  და ტბეთისწყლის შესართავთან, მარცხენა მხარეს, შემაღლებულ კლდოვან მასივზე, რომელიც მარეთისა და უჩამბის ხეობების საკმაოდ ვრცელი მონაკვეთის ვიზუალური კონტროლის შესაძლებლობას იძლეოდა.

დადგინდა, რომ ციხე დაუმუშავებელი ფილა ქვებითა და კირდუღაბითაა აგებული. მაქსიმალურადაა გამოყენებული პლატოს ტერიტორია და კედლები კლდის გარე კონტურზეა მორგებული. ციხე მცირე ზომისაა და წაგრძელებული ფორმა აქვს. სამი მხრიდან ციცაბო კლდეებითა და ფერდობებით თითქმის მიუდგომელია. მისასვლელი ჩრდილო-დასავლეთი მხრიდან უნდა ჰქონოდა.

გალავნის კედლებს შორის მოქცეული შიდა სივრცე სამ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. კედლების წყობაში შემორჩენილი ოთხკუთხა და წრიული მოყვანილობის საკოჭბე ბუდეების მიხედვით ჩანს, რომ ნაგებობა სამი სართულის მაინც უნდა ყოფილიყო. სათვალთვალო ნიშები  ყველა სართულზე ყოფილა  დატანილი.

ციხე ხანძრის გაჩენის შედეგადაა დანგრეული. ჩაქცეული კედლისა და კერამიკის ფრაგმენტები ნაცრისა და ნახშირის მძლავრ ფენაში (40 სმ-დან 1 მ-მდე) იყო არეული. შემორჩენილ კედლებს აჩნია ძლიერი ცეცხლის კვალი. სამეთუნეო ნაკეთობების ერთი ნაწილი მაღალი ტემპერატურის შედეგად დაწიდებულია. ძეგლზე მხოლოდ განვითარებული შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ქვევრების, ქოთნების, ჯამების სასმისების, კეცების ფრაგმენტებია აღმოჩენილი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ციხის გარეთ  სამკუთხედისებურად  წაგრძელებულ კლდოვან  მასივზე გამართული ყოფილა წრიული მოყვანილობის თონე, რომლის კერამიკული კედლები  რამდენიმე რიგად განლაგებული წრეებით ყოფილა შემკული. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ამ მონაკვეთში  ნაგებობის კვალი არ დაფიქსირებულა. გათხრებისას  აღმოჩნდა ასევე სხვადასხვა თონის კედლის ფრაგმენტები, რომლებიც ვარდულებით, სამკუთხა ჭდეებით, გრძივი ხაზებითა და რომბული ორნამენტებითაა შემკული. ამ მონაპოვრების მიხედვით  ციხესა თუ მის გარეთ მინიმუმ სამი-ოთხი თონე მაინც უნდა ყოფილიყო. ამ მონაკვეთში ქვევრის, კეცის, ჯამისა და ქოთნის ფრაგმენტებიც იყო მიმობნეული.

- Advertisement -
Ad imageAd image

ძეგლზე  არქეოლოგიური  სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა (ექსპედიციის ხელმძღვანელი -ტარიელ ებრალიძე).

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze

იხილეთ ასევე

READ  ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). ოქროპილაურის ციხე – აგებულია მდინარეების ჩირუხისწყლისა  და ტბეთისწყლის შესართავთან, მარცხენა მხარეს, შემაღლებულ კლდოვან მასივზე. 15 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/ოქროპილაურის-ციხე-აგებუ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ოქროპილაურის ციხე – აგებულია მდინარეების ჩირუხისწყლისა  და ტბეთისწყლის შესართავთან, მარცხენა მხარეს, შემაღლებულ კლდოვან მასივზე [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network