პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაინფოტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას...

ინფოტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე – უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ.

„ინფოტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე. ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების მიზნით კი საქმიანი შეხვედრები ჰქონდათ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან. ბათუმის ტურისტული და სასტუმრო ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ტუროპერატორები მთიან აჭარასაც ეწვევიან, სადაც ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და ფოლკლორ შოუს დაესწრებიან. უზბეკეთი აჭარისთვის ერთ-ერთ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ბოლო წლებია ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ტუროპერატორების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს. გასულ წელს, რეგიონში 50-მდე საერთაშორისო ტური განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც აჭარას სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ: დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, დანია, უნგრეთი, თურქეთი, ლატვია, საფრანგეთი, სომხეთი, ინდოეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, ესტონეთი, უზბეკეთი, საუდის არაბეთის სამეფო, ქუვეითი, პოლონეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, ჩინეთი, შვედეთი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ბათუმობა 2024 - ღონისძიებები ზღვისპირა ქალაქში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები