ბრიტანული The Independent საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ახალი ავიარეისების შესახებ სტატიას ამზადებს – გამოცემას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს. თბილისშია შონ მოლტონი, რომელსაც ძველი თბილისი გააცნეს.
“თბილისი გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურით, სტილითა და მრავალფეროვნებით. ქალაქის თითოეული ნაწილი საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ძალიან მომეწონა ისტორიული ბაზარი, რომელიც ადრე ქუჩაზეც იყო და დღეს მიწისქვეშ არის.
რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ლონდონიდან ორი ავიაკომპანია ასრულებს რეისებს თბილისის მიმართულებით და ეს ხელს შეუწყობს მიმოსვლას, პირდაპირი ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, თბილისში მოხვედრა უფრო მარტივდება და ვფიქრობ, აქ ბევრი მოგზაურო ჩამოვა, ასევე ბევრი ეწვევა საქართველოდან დიდ ბრიტანეთს”- აცხადებს The Independent ჟურნალისტი, შონ მოლტონი.
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
რაჭა — ხვანჭკარა და მთის ტბები (2 დღე)€450 ერთ ადამიანზებათუმი და აჭარის მთები — 2 დღე€420 ერთ ადამიანზებორჯომი, ბაკურიანი და რაბათი — 2 დღე€420 ერთ ადამიანზედავითგარეჯა — უდაბნოს მონასტრები საქართველოს კიდეზე€150 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314