#image_title

რა ხდება თბილისში აპრილში – საუკეთესო ღონისძიებების სია

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალი, ასი მეტრის სიმაღლის კლდეში, ხუთასი მეტრის სიგრძეზე, მდებარეობს ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი – ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.

ვარძიის მონასტერი ცამეტ სართულადაა გამოკვეთილი სამფეროვანი კლდის შუა, – მოყავისფრო ფენაში, ხოლო ზედა, – მუქი რუხი ფენა თითქოს სახურავადაა გამოყენებული. საცხოვრებელი ოთახები და სათავსები სამხრეთიდან ჩრდილოეთით, კლდის ერთ ღერძზეა განლაგებული, რის გამოც მზისგან მაქსიმალური ბუნებრივი განათებითა და გათბობით არის უზრუნველყოფილი.

ვარძია მეთორმეტე საუკუნის კლდეში ნაკვეთ ქალაქს წარმოადგენს, რომელიც ასევე სამონასტრო კომპლექსსაც მოიცავს.  ქალაქის სახელი უკავშირდება თამარ მეფესა და მის მამას, გიორგი III–ს.

ლეგენდა “აქ ვარ ძიას” თანახმად, მეფე გიორგის პატარა თამარი სანადიროდ წაუყვანია. თამაშით გართული პატარა თამარი, კი გამოქვაბულებში დაკარგულა. როდესაც მეფე და მონადირეები ეძებდნენ და ეძახდნენ “სად ხარ თამარ?” პატარა თამარმა უპასუხა: “აქ ვარ ძია!.” როდესაც ქალაქის გამოკვეთა დაიწყეს, სწორედ ამ ფრაზის ფონზე დაერქვა ადგილს ვარძია.

- Advertisement -
Ad imageAd image

ქალაქის სრული მშენებლობა დაახლოებით 50 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და ჯამში, 365 ოთახს მოიცავდა. ვარძიას რამდენიმე ისტორიული პირი და მოვლენა უკავშირდება. მათ შორისაა იოანე შავთელის მოღვაწეობა და ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ქართულ საგანძეულთან ერთად.

საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასატრო კომპლექსში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ, ჯერ ტურისტული ბაზა, 1938 წელს კი – მუზეუმი დაარსდა.

1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი - გინახავთ, ასეთი სილამაზე? ვარძიის სამონასტრო კომპლექსი - გინახავთ, ასეთი სილამაზე?

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

- Advertisement -
Ad imageAd image

იხილეთ ასევე

READ  საქართველოში გაკეთებულ უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს ოქროს ლომის ქანდაკება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
კომენტარები ჯერ არ არის