ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებისაქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია

საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია

საქართველოში გაზაფხულზე მოგზაურობა ყველაზე მაგიურია: ამინდი — ყველაზე სასიამოვნო, მზე — ყველაზე მშვიდი, ბუნება — მწვანე და ხალხი — ცოტა. გამოცდილი მოგზაურები სწორედ გაზაფხულს ირჩევენ ხოლმე: ჯადოსნური სეზონია, იდეალურ ამინდში დატკბე ისე, თითქოს მხოლოდ შენთვის შეუქმნიათ ეს ადგილები.

გაზაფხული საქართველოს ყველა კუთხეში გამორჩეულია. 

კახეთი

კახეთში ნახეთ ნახეყვარლის ტბა, ესკიზ თელავი, ჰოლიდეი ინნ თელავი, ახაშენი ღვინის კურორტი და სპა, შატო მერე.

თელავში შეგიძლია “ბატონის ციხედ” ცნობილი სასახლე მოინახულო. “ბატონის ციხე” კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. მიუხედავად ასეთი ისტორიისა, ბევრ ქართველ მოგზაურსაც კი არ აქვს მონახულებული ეს ისტორიული ადგილი.

ყვარლის ტბა მდინარე დურუჯის ხეობაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს. ბოლო წლების მანძილზე ადგილობრივების თუ მოგზაურების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა.

აჭარა

აქაურობა ყველა სეზონზე განსაკუთრებულია, თუმცა გაზაფხულს სულ სხვა ჯადოსნურობა მოაქვს: მშვიდი სანაპირო, მაგნოლიების გამაბრუებელი სურნელი და საოცარი ფერები ყველგან, საითაც გაიხედავ.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის თევზის ბაზარი, ბულვარი, საბაგირო შესანიშნავი ხედებით და ყოველ საღამოს ზღვაში ჩამავალი მზეც კი საკმარისია იმისთვის, რომ 2025 წლის გაზაფხული ამ წლის გამორჩეულ სეზონად იქცეს.

მცხეთა-მთიანეთი

გერგეტის სამება ყაზბეგში მდებარეობს, სოფელ გერგეტიდან ერთ კილომეტრში.  გაზაფხულზე შენც შეგიძლია ესტუმრო ყაზბეგს.

მცხეთა-მთიანეთი (სამთო-სათხილამურო)

თუ თხილამურების და სნოუბორდის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, სეზონის ბოლომდე გული შეგიძლია მცხეთა-მთიანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებით იჯერო.

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობა გაზაფხულზე განსაკუთრებით გამორჩეულია. გადახასხასებული ბუნება სხეულს და გონებას ერთნაირად ამშვიდებს.

აქ ყოფნისას შეგიძლია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი მოინახულო. აქ რამდენიმე სალაშქრო ბილიკია, რომელიც შეგიძლია აირჩიო. აქვე შესაძლებელია ცხენის ქირაობა და ჯირითიც.

სამცხე-ჯავახეთი (სათხილამურო)

თხილამურების მოყვარულებისთვის სამცხე-ჯავახეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

სამეგრელო-ზემო სვანეთი

გაზაფხულის მრავალფეროვან არჩევანს სამეგრელო-ზემო სვანეთი აგვირგვინებს.

მესტია დაუსრულებელი ამბავია, ყველა სეზონზე საინტერესო მოსაყოლი და დასამახსოვრებელი. შეგიძლია უშგული მოინახულო ან მიმდებარე სოფლებში ისეირნო.

თუშეთი

თუშეთი არის მყუდრო მთიანი მხარე. მთები, სიმწვანე და სუფთა ჰაერი. შესაძლებელია ლაშქრობა მთებში, ძველი სახლებისა და კოშკების დათვალიერება, რომლებიც მოგვითხრობენ მრავალი წლის წინ აქ მცხოვრები ადამიანების ყოფაზე. თუშეთი ზედგამოჭრილია ბუნების მოყვარულთათვის და მათთვისაც, ვისაც დიდი ქალაქების ხმაურისგან დასვენება სურს. აქ შეიძლება გადააწყდეთ მწყემსებს, რომელთაც ცხვარი საძოვრებზე მიჰყავთ, შეიძლება უბრალოდ სიჩუმით დატკბეთ. თუშეთის ნახვა აშკარად ღირს – ალბათ მხოლოდ აქ შეიძლება თანამედროვეობით ხელუხლებელი, ჭეშმარიტი საქართველოს ნახვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
3 დღე ზაგრებში: როგორ გაატარებთ ბრწყინვალე უიქენდს ხორვატიის დედაქალაქში

3 დღე ზაგრებში: როგორ გაატარებთ ბრწყინვალე უიქენდს ხორვატიის დედაქალაქში

12 March, 2025
ახალი კვლევა – სტრესულმა მოვლენებმა, შესაძლოა, გენეტიკურ კოდზე კვალი დატოვოს, ხოლო ზოგიერთი მათგანი შთამომავლობასაც გადაეცეს

ახალი კვლევა – სტრესულმა მოვლენებმა, შესაძლოა, გენეტიკურ კოდზე კვალი დატოვოს, ხოლო ზოგიერთი მათგანი შთამომავლობასაც გადაეცეს

მარტი 12, 2025
“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

12 მარტი 2025
5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 12, 2025
როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

მარტი 12, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

მარტი 11, 2025
ჭინჭრის ნიღაბი თმისთვის

ჭინჭრის ნიღაბი თმისთვის

მარტი 12, 2025
რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

10 მარტი 2025
თბილისში Barcelona-ს ოფიციალური მაღაზია – Barca Store Georgia იხსნება

თბილისში Barcelona-ს ოფიციალური მაღაზია – Barca Store Georgia იხსნება

მარტი 12, 2025
პარალიზებული პაციენტი ახალი ჩიპის დახმარებით პროთეზული ხელის მართვას ფიქრით ახერხებს

პარალიზებული პაციენტი ახალი ჩიპის დახმარებით პროთეზული ხელის მართვას ფიქრით ახერხებს

მარტი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები