კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიგურგენიანის ჩანჩქერი 40 მეტრი სიმაღლისაა და ნამდვილად ულამაზეს სანახაობას გვთავაზობს

გურგენიანის ჩანჩქერი 40 მეტრი სიმაღლისაა და ნამდვილად ულამაზეს სანახაობას გვთავაზობს

გურგენიანის (ნინოსხევის) ჩანჩქერი მდებარეობს ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ეროვნული პარკი დაარსდა 1912 წელს.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურისტული აქტივობების ფართო არჩევანს გთავაზობთ, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ლაშქრობებს ულამაზესი ჩანჩქერებისა თუ უძველესი ციხე-სიმაგრეების სანახავად. თუ თქვენ ხართ ამბიციური და სპორტული მოლაშქრე, აუცილებლად უნდა სცადოთ სამდღიანი ლაშქრობა შავი კლდეების ტბისკენ, რომლის ალპური ზონიდან კავკასიონის მთების ულამაზესი ხედი იშლება.

პარკში 40 მეტრიანი გურგენიანის ჩანჩქერი პარკის ერთ-ერთი ულამაზესი ღირსშესანიშნაობაა.

ხეობაში შევხვდებით უამრავ საინტერესო მცენარეს: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა. ასევე თუ გაგვიმართლებს შეიძლება შველს, ირემს ან გარეულ ღორსაც კი გადავეყაროთ. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ამ მხრივ ძალიან მდიდარია.

გურგენიანის ჩანჩქერი 40 მეტრი სიმაღლისაა და ნამდვილად ულამაზეს სანახაობას გვთავაზობს.

#drpkhakadze #აქხარისხია

READ  გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში - უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები