ორშაბათი, მარტი 31, 2025
მთავარისაზოგადოებაეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია - ფოტოები

ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია – ფოტოები

„ვეფხისტყაოსანს“ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ცალკე დარბაზი ეთმობა.

ეროვნული ბიბლიოთეკა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების ერთ-ერთ ყველაზე სრულ კოლექციას ფლობს. წიგნის მუზეუმში თავმოყრილია 50 ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ათეული ეგზემპლარი.

შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის გამოცემის ისტორია 1712 წლიდან იწყება, როდესაც მეფე ვახტანგ VI მიერ მოწყობილ სტამბაში ის პირველად დაიბეჭდა. წიგნის გამოცემას წინ უძღოდა ტექსტის დადგენა. იმ დროს პოემა ბევრმა იცოდა ზეპირად, არსებობდა ბევრი ხელნაწერიც, რომელშიც სტროფები იცვლებოდაან ახალი სტროფები ემატებოდა. როგორც მაშინ იტყოდნენ, ტექსტი „შერყვნილი“ იყო. ამიტომაც გახდა საჭირო პოემის გამოსაცემ ვერსიაზე მუშაობა.

შოთა რუსთაველის პოემის გამოცემათაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია გიორგი ქართველიშვილის მეცადინეობით 1888 წელს დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც რამდენიმე წელი მზადდებოდა. 1884 წელს გიორგი ქართველიშვილის დაფინანსებით შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია. წიგნის გამოსაცემად გამოიწერეს ახალი შრიფტი. ქართული ტაძრებიდან აღებული ნიმუშების მიხედვით ორნამენტები შეასრულა გრიგოლ ტატიშვილმა. ილუსტრაციები შექმნა საგანგებოდ ამ მიზნით მოწვეულმა უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩიმ. შედეგად თბილისში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ პირველი აკადემიური გამოცემა, რომელიც დღემდე „ქართველიშვილისეულ გამოცემადაა“ ცნობილი.

„ვეფხისტყაოსნის“ სხვა გამოცემები, მცირე ცვლილებების გათვალისწინებით, ქართველიშვილისეული გამოცემის ტექსტის სახით იბეჭდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში „ვეფხისტყაოსნის“ ათეულობით ეგზემპლარი ინახება, კოლექცია მაინც არასრულია. ფონდი პერმანენტულად ივსება როგორც უახლესი გამოცემებით, ისე ძველი, იშვიათი ეგზემპლარებით.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  +17 +18 გრადუსი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კლასიკური ჭვიშტარი

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კლასიკური ჭვიშტარი

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
მსოფლიოს 8 საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი

მსოფლიოს 8 საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE