გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
„16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ზღვაზე შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყაზბეგი — გერგეთის სამება ერთ დღეში€160 ერთ ადამიანზეკახეთი — ღვინის მხარე ერთ დღეში€150 ერთ ადამიანზესაქართველო 7 დღეში — კლასიკური დიდი ტური€1,290 ერთ ადამიანზემესტია და უშგული — 3 დღე სვანეთში€850 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314