2025 წელს მესტიის თვალწარმტაც ხედებს იაპონური კულტურის უნიკალური სიმბოლო, საკურა დაამშვენებს. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა ავრცელებს.
პროექტი იაპონიის ალპინისტური კლუბის 120 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაიგეგმა და მესტიაში იაპონური ალუბლის ხეების დარგვით მიზნად ისახავს ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გაღვივებასა და კულტურულ მიმოცვლას.
როგორც ცნობილია, 2024 წლის მარტის ბოლოს მესტიას იაპონიის ალპინისტური კლუბის 3 წევრი ეწვია, რათა მესტიაში ხეების დარგვის მოსამზადებელი სამუშაოები გამოეკვლიათ და შეეფასებინათ. მესტიის მაღალმთიანი კლიმატისა და ცივი ზამთრის გათვალისწინებით, ხეებს დროებით თბილისის ბოტანიკურ ბაღში შეინახავენ, სანამ მათი უსაფრთხო დარგვა შესაძლებელი გახდება.
ალუბლის ხეების მესტიაში დარგვა 2025 წლის მაისის ბოლოს დაიგეგმა. პროცესში იაპონიის ალპინისტური კლუბის წევრებთან ერთად მონაწილეობის მიღებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
იხილეთ ასევე
- უკვე მეშვიდე წელია, ეროვნული ბოტანიკური ბაღი ყვავილების გამოფენას მასპინძლობს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მთელი წლის განმავლობაში დიდი შრომითა და სიყვარულით შექმნილი ჯიშების მრავალფეროვნება ყველა დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ბაღის ქრიზანთემების უნიკალურ კოლექციასთან ერთად,
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაციის მიღება QR კოდების საშუალებით იქნება შესაძლებელი
- საოცარი ადგილი – კლდეზე აშენებული კოტეჯები, რომელიც მერისის ჩანჩქერის თავზე მდებარეობს და ზღაპრული ხედები აქვს
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314