შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ჩვენ შევეცდებით, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ პირველ რიგში ცნობისმოყვარეობა“

„ჩვენ შევეცდებით, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ პირველ რიგში ცნობისმოყვარეობა“

ჩვენ შევეცდებით, რომ მოსწავლეებმა საბავშვო უნივერსიტეტში ისწავლონ პირველ რიგში ცნობისმოყვარეობა, – განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, ეს არის უპირველესი ამოცანა, რაც დღეს უნდა გააკეთოს უნივერსიტეტმა, სკოლამ და ნებისმიერმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ.

გიორგი ხუბუას განმარტებით, საბავშვო უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც კი სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ.

„ძირითადი მიზანი ამ პროექტის გახლავთ უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის კავშირი იყოს უფრო მჭიდრო, იყოს ორმხრივი. ჩვენ ველოდებით, რომ ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები უფრო ინტეგრირებულები იქნებიან საუნივერსიტეტო სივრცეში. ჩვენ არ გვინდა გვქონდეს ისეთი პრაქტიკა, როდესაც უნივერსიტეტში მოსწავლე მოდის მხოლოდ სტუდენტის სტატუსით, არამედ მოვიდეს უნივერსიტეტში ჯერ კიდევ მანამ, სანამ სტუდენტის სტატუსს მიიღებს, გაეცნოს უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევით საკითხებს, შეხვდეს პროფესურას, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვთავაზობთ მოსწავლეებს საინტერესო ლექციებს, საინტერესო ხალხთან შეხვედრას“, – აღნიშნა ხუბუამ.

მისი თქმით, ცოდნის მიღება ყოველთვის სასიამოვნოა და მოსწავლეები ყოველთვის ასეთი ენთუზიაზმით მივლენ საბავშვო უნივერსიტეტში, დასწრება კი უფრო მრავალრიცხოვანი იქნება.

KIU-მ ჩაატარა მინი გამოკითხვა მოსწავლეებს შორის, რათა პროფესორებს მოეხდინათ იმ საკითხებისა და მოლოდინის იდენტიფიცირება, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აქვთ უნივერსიტეტის მიმართ.

ხუბუას თქმით, ამ პროცესში უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოებაც ბევრ რამეს სწავლობს, რამეთუ ყველაზე რთულ კითხვებს ბავშვები სვამენ.

„საგანმანათლებლოო სივრცე უნდა იყოს უწყვეტი პროცესი და არ უნდა იწყებოდეს სკოლით. ის უნდა იწყებოდეს ბაღით და გრძელდებოდეს უნივერსიტეტით და შემდგომ უნივერსიტეტის შემდგომი სწავლებით, რადგანაც მხოლოდ ასეთი აქტიური სწავლებით, კავშირით და თანამშრომლობით შეიძლება მივიღოთ ისეთი მაღალი დონის განათლება, რომელიც იქნება ადეკვატური იმ თანამედროვე გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დგას ზოგადად, განათლების სისტემა და მათ შორის, უნივერსიტეტი“, – აღნიშნა ხუბუამ.

მისი თქმით, მხოლოდ ასე, ამ ფორმით, ასეთი აქტიური კონტაქტით შესაძლებელია წახალისდეს მოსწავლეებში ინტერესი ცოდნის განახლების მიზნით. ხუბუას განმარტებით, მოსწავლეების უნივერსიტეტში მისვლა, გაცნობა საუნივერსიტეტო გარემოსთან, პერსონალთან უდავოდ აფართოებს მათ შემეცნებით შესაძლებლობებს, მათი აზროვნების ჰორიზონტს.

READ  ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და კინორეჟისორის - გოდერძი ჩოხელის დაბადების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ხუბუა აღნიშნავს, რომ თემატური სპექტრი იქნება ძალიან ფართო, ორიენტირებული მოსწავლეების ინტერესებზე, მაგრამ ამავე დროს ამ საკითხების წრეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის სამეცნიერო კვლევები და შედეგები, რომლებიც ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

„თემატურად ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი. საბავშვო უნივერსიტეტში დაგეგმილი ლექციების ციკლი გაგრძელდება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ ჩვენი პროფესურა წაიკითხავს ლექციებს ძირითადად იმ საკითხებზე, რომელზეც აქ ხორციელდება კვლევა და სწავლება“, – განაცხადა ხუბუამ.

უნივერსიტეტი არ არის შეზღუდული მხოლოდ იმ აკადემიური პერსონალით, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშია წარმოდგენილი, – აღნიშნა ხუბუამ. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი იქნება მოსწავლეთა ინტერესები, შესაბამისად, იმ საკითხებზე, რომლებიც ცდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევისა და სწავლების საკითხებს მიწვეულნი იქნებიან პროფესორები, ქართული სამეცნიერო საზოგადოების და არა მარტო ქართული სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

KIU-ს რექტორმა განმარტა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური საზოგადოების ნახევარზე მეტი არის ძალიან ცნობილი უცხოელი პროფესორი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ წაიკითხა პირველი საჯარო ლექცია, თემაზე – „რა არის სამართლიანობა?‘‘.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ პირველი საჯარო ლექცია თემაზე – „რა არის სამართლიანობა?‘‘ წაიკითხა.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი ხუბუამ მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„რექტორის თქმით, KIU ახალგაზრდებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას შესთავაზებს, რაც მათ ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის გზაზე უნიკალური გამოცდილება დააგროვონ.

პირველ საჯარო ლექციას იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 – მე-12 კლასების 400-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

READ  როგორ აიგო მამადავითის ტაძარი და როგორ შეიქმნა მთაწმინდის პანთეონი

ლექციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ქალაქი, გაეცნენ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკას, საერთო სამუშაო სივრცეებს, ინტერაქტიური სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი დონის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა იმერეთის რეგიონის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, დაეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 – მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად. სალექციო კურსებს წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ ფხალეულის მიღება გაზაფხულზე აუცილებელია – ნახეთ, რატომ!

ამ ფხალეულის მიღება გაზაფხულზე აუცილებელია – ნახეთ, რატომ!

მარტი 29, 2025
სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

მარტი 28, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები