#image_title

ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 6 ნოემბრიდან ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ერთ დარბაზში გამოიფინება შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული XIX ს.-ის ე. წ. ტფილისური პორტრეტული სკოლის დაზგური ფერწერის 18 ნიმუში – იმდროინდელი საქართველოს მკვიდრთა – ბატონიშვილების, თავად-აზნაურთა, სამხედრო პირთა, მოხელეთა და მოქალაქეთა პორტრეტული გალერეა: თეკლა ბატონიშვილის პორტრეტი; ახალგაზრდა გურიელის პორტრეტი; ივანე პეტრეს ძე ივანიძისა და მისი მეუღლის – მაგდალინას პორტრეტი და სხვ.

ქართული ხელოვნების ისტორიაში სხვადასხვა მხატვრული სტილის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენდა განსხვავებული კულტურული სამყაროები, რაც განპირობებული იყო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით და პატარა ქვეყნების ბუნებრივი ხვედრით. XVIII ს.-ის II ნახევარსა და XIX ს.-ის I ნახევარში აღმოსავლურ-ისლამურ და ევროპულ სამყაროთა ზემოქმედების კვალი აშკარად გამოვლინდა არა მარტო ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში, არამედ ქართულ ხელოვნებაშიც.

მრავალსახოვანი იყო საქართველოს დედაქალაქიც, ამიტომაც XIX ს.-ის დასაწყისში ტფილისური პორტრეტული სკოლის გამომსახველობითი სისტემის ფორმირებისას შეიმჩნევა სხვადასხვა მხატვრული ტრადიციის შეთავსება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ამ სკოლის წანამძღვართაგან აღსანიშნავია თავად ქართული საწყისი – შუა საუკუნეების საქართველოს კედლის მხატვრობაში არსებული საერო ქტიტორული პორტრეტის ხანგრძლივი ტრადიცია; უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ირანული მხატვრობაც.

ტფილისური პორტრეტული სკოლის სტილისტური სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპული დაზგური ფერწერის ზეგავლენით ჩასახულმა XVIII ს.-ის II ნახევრის ქართულმა პარადულმა პორტრეტმაც. საქართველოში შემორჩენილია ტფილისური პორტრეტული სკოლის 200-ამდე ნიმუში, რომელთა მახასიათებელ ნიშნად მიიჩნევა ტიპურობა, ზოგადი და საყოველთაო ხასიათი.

გამოფენა 2024 წლის 6 ნოემბრიდან 2025 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.

 

ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს | შენი დასვენება
ფოტო საქართველოს ეროვნული მუზეუმი
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2024). ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს. 4 ნოემბერი, 2024. https://shenidasveneba.ge/ეროვნული-გალერეა-xix-საუკუნ/

READ  საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა
სტატიის ციტირება
ირინა დათაშვილი. ეროვნული გალერეა XIX საუკუნის ქართული პორტრეტული ფერწერის გამოფენას უმასპინძლებს [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%90-xix-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9c/
shenidasveneba.ge
author avatar
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network