#image_title

საქართველოს პირველ საკოლექციო ევროს, 8000-ევროიან ბანკნოტზე, რომელიც ჰოლანდიაში, მაასტრიხში დაიბეჭდა, რამდენიმე სიმბოლოსთან ერთად, ალავერდის მონასტერია გამოსახული

თაკო ჯანელიძე
ავტორი
თაკო ჯანელიძე - ჟურნალისტი

საქართველოს პირველ საკოლექციო ევროს, 8000-ევროიან ბანკნოტზე, რომელიც ჰოლანდიაში, მაასტრიხში დაიბეჭდა, რამდენიმე სიმბოლოსთან ერთად, ალავერდის მონასტერია გამოსახული.

გამოცემა treasurium-ი ბანკნოტზე სიმბოლოდ დატანილი ალავერდის შესახებ წერს და მას აღწერს, როგოც  „ქართული ეკლესიისა და ქართული მევენახეობის მუდმივი ურთიერთკავშირის სიმბოლოს“.

„ალავერდის მონასტერი ქართული ეკლესიისა და ქართული მევენახეობის მუდმივი ურთიერთკავშირის სიმბოლოა. მე-6 საუკუნეში დაარსებული ეს ბრწყინვალე მონასტერი ვენახებით არის გარშემორტყმული. მონასტრის ბერები დღესაც აწარმოებენ ღვინოს მრავალსაუკუნოვან მარანში – ისინი თავდადებით ინარჩუნებენ ამ ტრადიციას. ალავერდის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კულტურული ძეგლი და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცენტრია.“- წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ  ალავერდის მონასტერშია აღმოჩენილი მე -11 საუკუნის ღვინის მარანი, რომლის აღდგენა კომპანია „ბადაგონის“ ძალისხმევით მოხერხდა. სწორედ ალავერდის მე- 11 საუკუნის მარანში მზადდება მეღვინეობა „ბადაგონის“ ღვინოები, რომელიც არაერთი საერთაშორისო, უმაღლესი ჯილდოს მფლობელია.

ალავერდის მარანი ქართული ღვინის ისტორია მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით გამოირჩევა.

- Advertisement -
Ad imageAd image

კომპანია TRESURIUM-ი წერს, რომ “საქართველო – ღვინის აკვანი”, ანუ “ღვინის სამშობლოა” და საკოლექციო ბანკნოტი “ევრო 8000” სწორედ ამ ისტორიული ფაქტების საფუძველზე დაიბეჭდა.

ბანკნოტზე ალავერდის სიმბოლოს დატანა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქართული კულტურა და ისტორია მარადიულია. ალავერდის გამოსახულება კი გამორჩეულია თავისი სილამაზით და ისტორიული ღირებულებით, რაც ახალ თაობებს საშუალება აძლევს შეისწავლონ ქართული მემკვიდრეობა.

დასკვნა

ალავერდი არის არამარტო ქართული ეკლესიისა და მევენახეობის სიმბოლო, არამედ ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბანკნოტზე მისი გამოჩენა კვლავ ადასტურებს ქართული კულტურის და ტრადიციების მნიშვნელობას.

იხილეთ ასევე

READ  ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — კულტურა, ისტორია და მუზეუმები. აშუქებს კულტურულ მემკვიდრეობას, ფესტივალებს, გამოფენებსა და იმ ადგილებს, სადაც საქართველოს ისტორია ცოცხლდება.
კომენტარები ჯერ არ არის