ფოტოკონკურსის The Bird Photographer of the Year („წლის ჩიტების ფოტოგრაფი“) გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ფრინველების წლის საუკეთესო ფოტოები გამოვლინდა – მთავარი ჯილდო კანადელ ფოტოგრაფ პატრიშა ჰომონილოს ერგო, სურათისთვის სახელწოდებით „სამყაროების შეჯახება“. ტორონტოში გადაღებულ ფოტოზე 4 ათასზე მეტი ჩიტის ცხედარია, რომლებიც ქალაქის შენობებთან შეჯახების გამო დაიხოცნენ.
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილების მფლობელები 8 კატეგორიაშიც დასახელდნენ.
კატეგორია „ახალგაზრდა ფოტოგრაფი“/ოქრო – ანდრეს ლუის დომინგესი (ესპანეთი)
კატეგორია „ფრინველების ქცევა“/ვერცხლი – ჯეკ ჟი (აშშ)
კატეგორია „საუკეთესო პორტრეტი“/ბრინჯაო – მარკუს ვარესვუო (ფინეთი)
კატეგორია „ფრინველები ფრენის დროს“/ვერცხლი – ნიკოლა გროფალი (საფრანგეთი)
კატეგორია „ფრინველები გარემოში“/ოქრო – კეტ ჟუ (დიდი ბრიტანეთი)
კატეგორია „შავ-თეთრი“/ოქრო – დევიდ სტოვი (ავსტრალია)
კატეგორია „კომედია“/ბრინჯაო – გარი კოლიერი (სამხრეთ აფრიკა)
კატეგორია „ურბანული ფრინველები“/ოქრო – გრჟეგორჟ დლუგოში (პოლონეთი)
კატეგორია „კონსერვაცია“/ვერცხლი – ჩენ კანი (ინდონეზია)
კატეგორია „15-17 წლის ფოტოგრაფი“/ოქრო – ემილ ვაგნერი (გერმანია)
კატეგორია „11 წლამდე ფოტოგრაფი“/ოქრო – ჯულიან მენდლა (გერმანია)