#image_title

Instagram-ის ახალი ფუნქცია Teen Accounts: Instagram თინეიჯერებს მკაცრ შეზღუდვებს უწესებს – რას გვთავაზობს Teen Accounts

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

Meta თინეიჯერების უსაფრთხოებაზე ზრუნვას აგრძელებს და ამჯერად ინსტაგრამის ახალ ფუნქციას  გვაცნობს – Teen Accounts ახალგაზრდებისთვის სოციალური მედიის გამოცდილებას მეტად უსაფრთხოს გახდის. კომპანიის განცხადებით, მასში დამცავი მექანიზმები იქნება ჩაშენებული, რომელიც  18 წლამდე მომხმარებლებისთვის ავტომატურად გააქტიურდება. Teen Accounts-ს ასევე მოიცავს კონფიდენციალურობის პარამეტრებსაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები თავად გააკონტროლებენ, თუ ვის და რა რაოდენობით შეეძლებათ მათთან ინტერაქცია. Instagram-ის ახალი ფუნქცია Teen Accounts: ახალგაზრდების უსაფრთხოება სოციალურ მედიაში

თინეიჯერებს შეეძლებათ, თავად გადაწყვიტონ, ახალი მიმდევრები დაიმატონ თუ არა, ხოლო უცხოები ვერც მათ პოსტებს ნახავენ და ვერც შეტყობინებას გაუგზავნიან. მიზანი არასასურველი კონტაქტისა და ონლაინ ჩაგვრის თავიდან აცილებაა, რასაც ახალგაზრდა აუდიტორიისთვის უსაფრთხო გარემომდე მივყავართ.

Contents

Teen Accounts-ში ჩაშენებული დამცავი მექანიზმები ავტომატურად აქტიურდება 18 წლამდე მომხმარებლებისთვის. ეს ფუნქცია მათ იცავს არასასურველი ინტერაქციებისგან და უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს.

ბავშვების უსაფრთხოებაში როლს მშობლებიც ითამაშებენ. 16 წლამდე პირებისთვის კონფიდენციალურობის პარამეტრებში ცვლილება მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება შესაძლებელი. ამიტომ, ინსტაგრამმა დამატებითი ხელსაწყოები შემოიტანა, რომელიც მშობლებს ბავშვების აქტივობებზე თვალყურის დევნებისა და ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვის საშუალებას მისცემს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თუ იმაზე გეფიქრებათ, რომ მოზარდები ინსტაგრამის ანგარიშში ყალბ ასაკს შეიყვანენ , გეტყვით, რომ მას უკვე აქვს ასაკის გადამოწმების ფუნქციონალი, რაც ინდივიდის წლოვანების ვიდეოსელფით ან ID-ით დადასტურებას მოიაზრებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
#drpkhakadze

იხილეთ ასევე

READ  საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალები იმყოფებოდნენ
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2024). Instagram-ის ახალი ფუნქცია Teen Accounts: Instagram თინეიჯერებს მკაცრ შეზღუდვებს უწესებს – რას გვთავაზობს Teen Accounts. 23 სექტემბერი, 2024. https://shenidasveneba.ge/instagram-ის-ახალი-ფუნქცია-teen-accounts-instagram-თინე/

სტატიის ციტირება
ანა დოლიძე. Instagram-ის ახალი ფუნქცია Teen Accounts: Instagram თინეიჯერებს მკაცრ შეზღუდვებს უწესებს – რას გვთავაზობს Teen Accounts [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 ოქტ 1]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/instagram-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-teen-accounts-instagram-%e1%83%97%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94/
shenidasveneba.ge
author avatar
ანა დოლიძე
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network