#image_title

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

აჭარაში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, რეგიონს ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

„დღეს, ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორებსა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული პირებისთვის გასვლითი ტური მოეწყო სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე. ფესტივალის სტუმრები ადგილზე გაეცნენ ფრინველებზე დაკვირვებისა და დარგოლვის პროცესს. გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ასევე, იგეგმება შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში.

ვიზიტორები უზრუნველყოფილები იქნებიან ტრანსპორტით, ბინოკლითა და გიდით. გასვლით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ფესტივალის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ. გარდა გასვლითი ტურებისა, ასევე იგეგმება კონფერენცია უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის“ სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. 8 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/აჭარაში-ფრინველებზე-დაკვ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე - „როიტერსი“ საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network