#image_title

თეთრა მღვიმე ბუნების ძეგლი იმერეთში – თეთრა მღვიმე – 30 000 წლის ისტორია

თეთრა მღვიმე ბუნების ძეგლი იმერეთში – თეთრა მღვიმე – 30 000 წლის ისტორია | შენი დასვენება

თეთრა მღვიმე ბუნების ძეგლი იმერეთში –  წყალტუბოში; თეთრა მღვიმე – 30 000 წლის ისტორია

იცით, რომ თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, სადაც თეთრი, ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეულ, ულამაზეს და უძველეს მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას შეძლებთ?

,თეთრა მღვიმეს“ ადამიანის ცხოვრების 30 000 წლიანი ისტორია აქვს, საქართველოს არქეოლოგიური მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია 15 000 არტეფაქტი, მათ შორის, პირველყოფილი ადამიანის ძვლები, საყოფაცხოვრებო ნივთები და საბრძოლო იარაღები, როგორიცაა სპილენძის ისრის პირი. ეს უნიკალური აღმოჩენები მიუთითებს საქართველოს უძველეს სპილენძის დამუშავების ტექნოლოგიაზე.

სპელეოლოგიური და სამედიცინო მნიშვნელობა

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„თეთრა“ არამარტო მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარია, არამედ სპელეოლოგიური ღირსშესანიშნაობაც გახლავთ. იგი განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა გასული საუკუნის 70-90 წლებში, როცა აქტიურად გამოიყენებოდა სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპიისთვის: აქ წარმატებით მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ჰიპერტონიას.

- Advertisement -
Ad imageAd image

ღვინის ტურიზმის ახალი შესაძლებლობები

მღვიმის მუდმივი ტემპერატურა 13-14 გრადუსია და ჭარბტენიანობა ქმნის იდეალურ გარემოს ღვინის დასაძველებლად. ინვესტორმა კომპანიამ „თეთრაში“ შექმნა სპეციალური საცავი და დაძველების სივრცეები, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს იმერულ ღვინოს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის იმერული ღვინოები და შეიძინონ ისინი.

გიდი-სომელიეების ჯგუფი და ტური

ტურის ფარგლებში მღვიმის დათვალიერებასთან ერთად ჩვენი გიდი- სომელიების მეშვეობით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ბუნების ძეგლისა და ღვინის ისტორიის შესახებ და დააგემოვნებთ სამი სახეობის საუკეთესო იმერულ ღვინოს. ტურის ფარგლებში თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ბუნების ძეგლისა და ღვინის ისტორიაზე, შეისწავლით მღვიმის უნიკალურობას და დააგემოვნებთ სამი სახეობის საუკეთესო იმერულ ღვინოს.

საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში პირველად ,,თეთრა მღვიმეში“ დაინერგა და დამკვიდრდა, საკმაოდ წარმატებული და ყველასათვის მიმზიდველი ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს: – მღვიმის თანაბარ, მუდმივ ტემპერატურაზე, ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და აქ დაძველებული ღვინის დაგემოვნებას. ასევე, მღვიმეში შესაძლებელია სპელეოგამაჯანსაღებელი სეანსის ჩატარება.

- Advertisement -
Ad imageAd image

მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოდან სულ რაღაც 1.6 კმ-ში ახალი თავგადასავალი გელით. მღვიმეებითა და კანიონებით მდიდარ იმერეთს, პოპულარული „პრომეთესა“ და „სათაფლიას“ მღვიმეების შემდეგ კიდევ ერთი მღვიმე შეემატა, რომელიც თავისი ისტორიით განსაკუთრებულ მოგზაურობას გპირდებათ

საქართველოს დაცული ტერიტორიები გეპატიჟებათ თეთრა მღვიმის აღმოსაჩენად! აქ თქვენ უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს – სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი თეთრი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

მომსახურების სახეები და ღირებულება

  • მღვიმის შემეცნებითი ტური – 15 ლარი
  • მღვიმის შემეცნებითი ტური (6-18წელი) – 7 ლარი
  • მღვიმის შემეცნებითი ტური (6 წლამდე) – უფასო
  • სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპია (1 სთ.) – 20 ლარი
  • სპელეო-გამაჯანსაღებელი თერაპია (6-18წელი) -10 ლარი
  • ღვინის ტური სამი სახეობის ღვინის დეგუსტაციით – 25 ლარი
READ  ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

სამუშაო საათები: 10:00 – 19:00

სამუშაო დღეები: ყოველდღე

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). თეთრა მღვიმე ბუნების ძეგლი იმერეთში – თეთრა მღვიმე – 30 000 წლის ისტორია. 23 აგვისტო, 2026. https://shenidasveneba.ge/თეთრა-მღვიმე-ბუნების-ძეგ/

სტატიის ციტირება
შენი დასვენება. თეთრა მღვიმე ბუნების ძეგლი იმერეთში – თეთრა მღვიმე – 30 000 წლის ისტორია [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%97%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%92/
shenidasveneba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network