აჭარის ტურისტული კამპანია "გამომყევი აჭარაში" 80 მილიონ წვდომას აღწევს სოციალურ მედიაში. 30-მდე ინფლუენსერი აღმოაჩენს რეგიონის ფარულ მარგალიტებს.

კამპანიის, „გამომყევი აჭარაში“, პოსტების წვდომა 80 მილიონს აღწევს

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის – „გამომყევი აჭარაში“ ფარგლებში, აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტების წვდომები უკვე 80 მილიონს აღწევს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

„30-მდე ინფლუენსერი, კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი თვეზე მეტია, აჭარაში მოგზაურობს და თავიანთ შთაბეჭდილებებს ასიათასობით შიდა ტურისტს უზიარებს. გასული წლის მსგავსად, კონკურენცია მთავარი პრიზის მოსაპოვებლად წელსაც დიდია. კამპანიის დასრულებამდე ორი კვირა რჩება, რის შემდეგაც მოხდება აჭარაში მოგზაური ინფლუენსერების შედეგების ანალიზი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

კამპანიის მიზანი აჭარის როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ პირველად გასულ წელს ჩატარდა. ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. კამპანიაში 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს“, – აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

#drpkhakadze
READ  გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.